მიხაკის ზეთი, საკმაოდ ეფექტიანი ანთებსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა!
მინდა, გიამბოთ ერთი ამბავი, რომელიც ცოტა ხნის წინ გადამხდა თავს: შემთხვევით ვიტკინე ცერათითი, რომელიც ჯერ გამიწითლდა, შემდეგ გაშავება დაიწყო, მეტისმეტად დასივდა და საშინლად მტკიოდა. მივმართე ექიმებს, მაგრამ მათ მიერ დანიშნული წამლები არ მშველოდა. გაგონილი მქონდა, რომ ტკივილს და ანთებას ხსნის მიხაკის ზეთი. ფეხი თბილი წყლით დავიბანე და თითი სტერილური ნემსით დავიჩხვლიტე რამდენიმე ადგილას - წამომივიდა შავი სისხლი. შემდეგ მიხაკის ზეთში დავასველე ბინტი, დავიფინე თითის გარშემო და შევიხვიე.
თავიდან თითი ძალიან ამეწვა, მაგრამ მალე ტკივილი დამიამდა. ასე ვიქცეოდი დღეში 2-ჯერ. რამდენიმე დღეში შეშუპება დამიცხრა, მაგრამ კანი ამომებერა. იგი ფრთხილად მოვიჭერი და ნატკენ ადგილზე დავიდე კომბოსტოს ფოთოლი, რომელზეც ისევ მიხაკის ზეთი დავაწვეთე. სულ მალე თითი მთლიანად მომირჩა.
ექიმის კომენტარი:
მიხაკის ზეთი მზა სახით შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქებში - იგი საკმაოდ ეფექტიანი ანთებსაწინააღმდეგო , ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, წერილის ავტორი ასეთი თვითმკურნალობის გამო გარკვეული რისკის წინაშე აყენებდა საკუთარ ჯანმრთელობას - შესაძლოა განვითარებულიყო საშიში გართულება, რომლის მკურნალობა უკვე ყველაზე გამოცდილი ექიმისთვისაც კი ძნელი იქნებოდა.
თვითმკურნალობა დასაშვებია კანის უმნიშვნელო ლოკალური დაზიანების დროს, მაგრამ როცა მდგომარეობა სერიოზულია, გირჩევთ კომპეტენტურ ექიმს მიმართოთ.