ერთმა მედიცინის მუშაკმა მასწავლა ასთმის სამკურნალო შინაური რეცეპტი

ერთმა მედიცინის მუშაკმა  მასწავლა ასთმის სამკურნალო შინაური რეცეპტი
ასთმა საკმაოდ სერიოზული დაავადებაა. მას თან ახლავს ბრონქების ობსტრუქცია (შევიწროება) და აიროვანი ცვლის დარღვევა. 15 წლის წინ მქონდა ძლიერი ასთმური შეტევები. ერთმა მედიცინის მუშაკმა მირჩია ასეთი რეცეპტი:

დაგჭირდებათ:
  • 25 ცალი მიხაკი
  • 15 ჩ//კ შაქარი

მომზადების და გამოყენების წესი:
25 ცალ მიხაკს დავაყაროთ 15 ჩ/კ შაქარი და დავასხათ 200 გ მდუღარე წყალი. მორევით გავადნოთ შაქარი, დავახუროთ და 12 საათის შემდეგ წამალი მზადაა. 4 - 5დღის შემდეგ მიხაკები ამოვიღოთ. წამალი შევინახოთ გრილ ადგილას. მივიღოთ დღეში სამჯერ თითო სუფრის კოვზი (შეტევის დროს დამატებით 1 ჩ/კ). წამლის მიღების შემდეგ გამოიყოფა ბლანტი სითხე და ნახველი ადვილად ამოიღება. 7 -8 წელია, შეტევა აღარ მქონია, წამალი ამჟამად მზად მაქვს ყოველი შემთხვევისთვის. სცადეთ, დარწმუნებული ვარ თქვენც გიშველით.

ექიმის კომენტარი:
მიხაკის სახელით ცნობილი სანელებელი, რომელიც კულინარიაში გამოიყენება, მიხაკის ხის გამომშრალი კოკორია. შეიცავს 20 % ეთერზეთს, რომლის მთავარი კომპონენტია ევგენოლი და მთრიმლავი ნივთიერებები. მიხაკის ეთეროვანი ზეთი გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სტომატოლოგიაში. მიხაკის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს: ინსულტის წინა და ინსულტის შემდგომი მდგომარეობები, მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება, გაფანტული სკლეროზი. მას უნიშნავენ იმპოტენციის და ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს. მიაჩნიათ, რომ მიხაკი განწყობილების ამაღლებას უწყობს ხელს. მიხაკის გამოყენება რეკომენდებულია დაბალი წნევის, ქრონიკული დაღლილობის, სასუნთქი სისტემის დაავადებათა და სხვა პათოლოგიების დროს.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:იცნობდე რათა დაამარცხო