გაიუმჯობესეთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, გათავისუფლდით ქოლესტერინისა და ზედმეტი წონისგან ამ ნაყენის მეშვეობით!

გაიუმჯობესეთ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა, გათავისუფლდით ქოლესტერინისა და ზედმეტი წონისგან ამ ნაყენის მეშვეობით!
ინდური მიხაკი წარმოადგენ ლანცეტისებრი ფოთლებიან მცენარეს, რომელსაც პატარა რძისფერი ყვავილები აქვს. კულინარიაში მისი გამხმარი ყვავილები გამოიყენება, მას უმატებენ გარნირებში, ტკბილეულსა და ცომეულში.

მიხაკის ზეთს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. მას იყენებენ თავის ტკივილის, მენსტრუალური სპაზმების, კანდიდოზური სტომატიტის (რძიანა), გაცივების, კბილის ტკივილისა და ყელის ანთების საწინააღმდეგოდ.

დადგენილია, რომ მიხაკის ზეთი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, ათავისუფლებს წყალბადს და ეწინააღმდეგება კანის ნაადრევ დაბერებას.
მიხაკის ნაყენს იყენებენ როგორც პირის ღრუს სავლებს, უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად. ის რეკომენდებულია ჰიპოტირეოზის სამკურნალოდ, ფარისებრი ჯირკვლის სროწი ფუნქციონირებისთვის.

გარდა ამისა, მიხაკის ნაყენის გამოყენება შეიძლება ქოლესტერინის დონის კონტროლისთვის. შესანიშნავია სოკოსა და კანის ინფექციების მოსაცილებლად.

ჩაის სახით გამოყენებული მიხაკის ნახარში ზრდის ნერწყვისა და კუჭის წვენის გამომუშავებას. ის მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესებში, რაც ხელს უწყობს ცხიმების წვას. შესაბამისად, სასარგებლოა წონაში დაკლების მსურველთათვის.

ჩაის მომზადება ადვილია. 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. ინდური მიხაკი, დადგით ნელ ცეცხლზე 10 წუთით, დაწურეთ და მიირთვით დღეში 3 ჭიქა.

სხვა ინგრედიენტებთან შეხამება ზრდის მიხაკის ეფექტურობას. გთავაზობთ ჩაის რეცეპტს, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ამცირებს მუცლის შებერილობას.

ინგრედიენტები:
  • 3 ს.კ. მიხაკი
  • 3 ჩხირი დარიჩნი
  • 3 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 ლიტრი წყალი

მომზადება:

  1. აადუღეთ წყალი მიხაკთან და დარიჩინთან ერთად.
  2. გადმოდგით და დაამატეთ ჯანჯაფილი.
  3. დააყენეთ 5 წუთით, შემდეგ დალიეთ ცხელი ან ცივი.

უკუჩვენება: მიხაკის ჩაი რეკომენდებული არ არის ორსულთათვის, რადგან იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას, რაც საშიშია ნაყოფისთვის.

იხილეთ ვიდეო: