აი, როგორ უნდა იმკურნალოთ ხის ტოტებით სხვადასხვა დაავადებების დროს

აი, როგორ უნდა იმკურნალოთ  ხის ტოტებით სხვადასხვა დაავადებების დროს
ვისაც ხეხილის ბაღი აქვს, კარგად იცის, რომ გაზაფხულობით ხეებს მებაღეები ზედმეტ ტოტებს აჭრიან, ახალამოყრილი ყლორტებისგან ასუფთავებენ. ამ ტოტებს ახმობენ და წვავენ. ჩვენც ასე ვიქცეოდით, ვიდრე მცენარეებით დაინტერესებული ერთი ნათესავი არ გვესტუმრა. მან გვასწავლა, რომ ხეებისა და ბუჩქების ჩამონაჭერი ტოტები სამკურნალო საშუალება ყოფილა.
ჩემს მეუღლეს ფეხზე წითელი ქარი ჰქონდა. ჩვენმა სტუმარმა მოაგროვა ქლიავის ტოტები, მოხარშა და ამ ნახარშით დაუმუშავა მტკივანი ადგილი. ჩვენდა გასაოცრად, სულ ორ კვირაში "საშინელი შესახედავი" ანთების უბანი საგრძნობლად ჩაცხრა.

რეცეპტის მომზადების და გამოყენების წესი:

  • აიღეთ 2 ჩ/კ დაქუცმაცებული ქლიავის ტოტები, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 10-15 წთ-ით, შემდეგ გადმოდგით , დააყოვნეთ ერთი საათი, გადაწურეთ და ნახარში ისევ ერთ ჭიქამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. ნახარშით დაასველეთ 2-3 ფენად დაკეცილი დოლბანდი და დაფინეთ ანთების კერაზე. 20 წუთის განმავლობაში , დღეში 2-3-ჯერ.


    ვაშლისა და მსხლის ტოტებით კი შეგიძლიათ გაცივების საწინააღმდეგო წამალი მოამზადოთ:

  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ტოტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა თბილ-თბილი ნაყენი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სასარგებლოა მათთვის, ვინც ხშირად ცივდება - სამკურნალოცაა და პროფილაქტიკური საშუალებაც.

    ხველისა და მაღალი ტემპერატურის დროს კი ისევ ქლიავის ტოტების ნახარშს გირჩევთ:

  • 1 ს/კ დაქუცმაცებულ ტოტებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში, გადმოდგით და დააყოვნეთ ერთი საათი. გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • სამკურნალო თვისებები ჰქონია ალუბლის იმ ტოტებსაც, რომელიც თავისათავად ცვივა ძირს ალუბლის ყვავილობის შემდეგ. ასეთი ტოტები მოაგროვეთ, კარგად გარეცხეთ ( ეცადეთ, ყვავილები არ დასცვივდეს ) და გააშრეთ. შეინახეთ ქაღალდის პაკეტში. ტოტის სულ პატარა ნატეხსაც კი თუ ჩააგდებთ ჩვეულებრივ ჩაიში, მას განსაკუთრებულ გემოსა და არომატს მისცემს. უნდა სვათ მხოლოდ ახალდაყენებული ჩაი დღის განმავლობაში. ეს სასმელი მათთვისაა სასარგებლო, ვისაც სისხლის შედედება აქვს დაქვეითებული, მიდრეკილია ცხვირიდან სისხლდენისაკენ ან აქვს გაძლიერებული სისხლდენა საშვილოსნოდან.

ექიმის კომენტარი:
მცენარეთა ტოტები, განსაკუთრებით ახალამოყრილი ყლორტები, ისევე მდიდარია ბოაქტიური ნივთიერებებით, როგორც მისი სხვა ნაწილები - ფოთლები, ფესვები, კვირტები, ყვავილები. თუმცა ხალხურ მედიცინაში უპირატესად მცენარეთა ფესვებს, ფოთლებს და ნაყოფს იყენებენ. ტოტების გამოყენება იშვიათია და სიახლე იქნება ჩვენი მკითხველისთვისაც.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი