გულის დასამშვიდებლად და ტკივლების მოსახსნელად ეს საშუალება საუკეთესო წამალია!

გულის დასამშვიდებლად და  ტკივლების მოსახსნელად ეს საშუალება  საუკეთესო წამალია!
გულის დასამშვიდებლად და მასში ტკივლების მოსახსნელად არ არის ურიგო გამოვიყენოთ შემდეგი რეცეპტით მოზადებული ნაყენი. ამის გარდა, გირჩევთ სხვადასხვა სახის დამამშვიდებელ აბაზანებს.

თუ დიდი აბაზანა არ გაქვთ, შეიძლება გაიკეთოთ მხოლოდ ფეხებისათვის. ნახარშების რეცეპტი რამდენიმეა.
აიღეთ ფიჭვის წიწვები, ტოტები და გირჩები, დაასხით ცივი წყალი, რომ დაფაროს, ადუღეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი დააყენეთ 12 საათი. ნახარში უნდა იყოს ყავისფერი. დაამატეთ ცხელი წყალი - აბაზანისთვის 1 1/2 ლიტრი, ფეხებისთვის 1 1/4 ლიტრი. ძალიან კარგია აბაზანაში ვალერიანის ძირის ნახარშის დამატება.

რატომ არის ეს აბაზანა სასარგებლო?
ეს აბაზანა ხსნის თავის ტკივილს, ტკივილს გულის არეში, აქვეითებს წნევას.

მოსინჯეთ აბაზანები გვირილის, კაკლის ფოთლების ნახარშით. ეს ნახარშები კეთდება ისევე, როგორც ნახარში ფიჭვის წიწვების, ტოტების და გირჩების. მხოლოდ დაყენება არ სჭირდება ასე დიდხანს.
სტატიის წყარო:ასი დაავადება ასი რეცეპტი, თვითმკურნალობა