შაკიკის გაუსაძლისი ტკივილების სამკურნალოდ მეგობარმა პიტნა მირჩია. თამამად ვენდე და არც მინანია.
რამდენიმე წელია, მაქვს შაკიკის შეტევები, რომლებიც პერიოდულად გაუსაძლის მდგომარეობაში მაყენებს. ამ დროს იძულებული ვხდები, ყველა გეგმაზე უარი ვთქვა და შინ ჩავიკეტო. ერთხელ მეგობარმა მირჩია, პიტნის ნაყენი მესინჯა. თავადაც გამეგონა, რომ პიტნას სამკურნალო თვისებები აქვს, ამიტომ უფრო თამამად ვენდე მეგობრის რჩევას და მართლაც მომიხდა.
პიტნის ნაყენი ასე მზადდება:
პიტნის ნაყენი ასე მზადდება:
- აიღეთ 1/2-1/2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული პიტნა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და 15 წუთით წყლის აბაზანაში ჩადგით, თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ (ამას დაახლოებით 45 წუთი დასჭირდება), გადაწურეთ და გადადუღებული წყლით 1 ჩაის ჭიქამდე შეავსეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარი ან მესამედი ჩაის ჭიქა დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღისა.
შაკიკის დროს შვებას ძახველიც მოგგვრით - ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს, ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ნახევარი საათით ვდგამთ წყლის აბაზანაში. შემდეგ 15 წუთს ვაჩერებთ, ვწურავთ და ვიღებთ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.
ბალზამი "სამხრეთის ღამე" მათთვის, ვისაც ჩაძინება უჭირს - აიღეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის ქერქი, 2-2 ჩაის კოვზი ვარდის ფურცელი, ევკალიპტის ფოთოლი და ღვიის ღერო, 3 ჩაის კოვზი სალბი (ბალახი). დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დააყენეთ თერმოსში 6 საათს, შემდეგ გადაწურეთ, გაფილტრეთ, ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში და მოაპკურეთ საწოლ ოთახში. არომატი უფრო მეტად ეფექტურია საღამოს გასეირნების, მომადუნებელი თვითმასაჟის შემდეგ.