ტყავის ტანსაცმლის წმენდა და მათი ხელახლა შეღებვა

ტყავის ტანსაცმლის წმენდა და მათი ხელახლა შეღებვა
ხანგრძლივად ტარების ან უხეშად ხმარების გამო ტყავის ქუდებს, პალტოებს და სხვა მოსასხამებს ხშირად აექერცლება და ჩამოცვივა საღებავი, ეცვლება ფერი და კარგავს გარეგნულ შეხედულებას.
ამ ნაკლის გამოსასწორებლად უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად: უპირველეს ყოვლისა, უნდა მოაცილოთ ტყავის ძველი საღებავი. ეს კი შეგიძლიათ მოახდინოთ მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც გაარკვევთ ამ საღებავის სახეს. ეს გარკვევა შეგიძლიათ შემდეგნაირად: ჯერ მორეცხეთ საღებავი ნიშადურგარეული მოცხელო წყლით. თუ ამით ვერ ჩამორეცხეთ ძველი საღებავი, მაშინ ის ზეთოვან ან ნიტროსაღებავით ყოფილა შეღებილი და ამ შემთხვევაში საღებავი შეგიძლიათ მოწმინდოთ აცეტონით ან ბელეკონით ( სკიპიტარით ) , რომელიც ბამბით წაუსვით ტყავს და რამდენიმე წუთის შემდეგ უხეში ჯაგრისით მოწმინდეთ მთლიანად ძველი საღებავი. თუ ერთხელ მთლიანად ვერ მოაშორეთ საღებავი, მეორედ გაიმეორეთ იგივე.
თუ საღებავი მცირე ადგილას არის აცრეცილი, შეგიძლიათ მხოლოდ ის ადგილი დაამუშავით.

ძველი საღებავის მოცულობის შემდეგ ტყავი ხდება უხეში და მაგარი. მის დასარბილებლად გადაუსვით ცხელ წყალში გახსნილი კასტორის ზეთი ( 30 გრ 1 ლიტრ წყალში).

სანამ ნამდვილ საღებავს წაუსმევთ ტყავს, ჯერ წინასწარი უნდა გადაუსვათ უკვე მომზადებული ხსნარი:

  • ნიტროსაღებავი - 100 გრ
  • უფერული ნიტროლაქი - 20 გრ
  • კასტორის ზეთი - 10 გრ
  • ამილაცეტი - 50 გრ

ეს ყველაფერი შეიძლება იშოვოთ საოჯახო მაღაზიებში. აურიეთ ერთმანეთს და გადაუსვით ტყავს ძლიერ რბილი ჯაგრისით. პალტო გადაკიდეთ ჯოხის სამხრეებზე და გააშრეთ საშუალო ტემპერატურის პირობებში. ამის შემდეგ შეღებეთ ნამდვილი საღებავით. აიღეთ და შეაერთეთ: ნატროსაღებავი - 100 გრ, სპირტი დენატურატი - 25 გრ, უფერული ნიტროლაქი - 25 გრ, ამილაცეტატი - 100 გრ. და კასტორის ზეთი - 6 გრ.

ტყავის პალტოსათვის წინასწარ წასასმელად დაგჭირდებათ 100 გრ. საღებავი, ნამდვილ შესაღებად კი 300 გრ - მეორე საღებავი ორჯერ უნდა წაუსვათ, ორივეჯერ ტყავი უნდა გააშროთ. თუ ფერი არ მოგეწონათ, მესამედ წაუსვით.