ეს ხომ მხოლოდ ძველი საბურავის რგოლია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება მისი გარდაქმნა!

ეს ხომ მხოლოდ ძველი საბურავის რგოლია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება მისი გარდაქმნა!
ვინ იფიქრებდა, რომ უჩვეულო და ფერადი ყვავილების ქოთანი წარსულში საბურავის რგოლი იყო. ამგვარად, ყველაზე არასაჭირო ნივთიც კი, შეიძლება გამოგადგეთ, მთავარია ჩართოთ ფანტაზია და შეხედოთ მას პრაქტიკული კუთხით. ამ სილამაზის შექმნა საკუთარი ხელებით შეგიძლიათ. აიკაპიწეთ სახელოები და შეუდექით საქმეს!

როგორ მოვამზადოთ ყვავილების ქოთანი?

თქვენ დაგჭირდებათ

  • ძველი საბურავის რგოლი
  • ერთი ქილა შავი საღებავი
  • კაფელის ნატეხები
  • ყავიფერი ქეჩის ნაჭერი
  • თიხა
  • მიწა


მომზადების წესი

  1. გაასუფთავეთ რგოლი ჟანგისგან.

    ეს ხომ მხოლოდ ძველი საბურავის რგოლია. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ შეიძლება მისი გარდაქმნა!

  2. წაუსვით შავი საღებავი მთელ ზედაპირს.



  3. აიღეთ სპეციალური დანა და დაჭერით კაფელი. ჩართეთ ფანტაზია. შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის ნაჭრებად დაჭრათ. მთავარია, ბოლოს ლამაზი სურათი მიიღოთ.



  4. ბორბლის გარეთა ზედაპირს წაუსვით თიხის ფენა. მიაკარით კაფელის ნატეხები. დააცადეთ გაშრეს. ზედმეტი თიხა მოაცილეთ სველი ქსოვილით.



  5. ჩააფინეთ რგოლის შიდა მხარეს ქეჩის (ან ქოქოსის ბოჭკოვანი) ნაჭერი. გაუკეთეთ რამდენიმე სადრენაჟო ხვრელი.



  6. ჩაყარეთ მიწა და ჩარგეთ ყვავილები.




ქოთანიც მზად არის. იგი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ქოთნის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიჟარები, კენჭები, მძივები, მაქმანი და ყველაფერი, რაც გულს გაუხარდება. თქვენ მიიღებთ არა მარტო ლამაზ, არამედ უნიკალურ საგანს.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს არაჩვეულებრივი იდეა!