ახალი თაობის საღებავებმა რამდენიმე დღეში მოდის ინდუსტრია დაიპყრო. ამის დაჯერება რთულია!

ახალი თაობის საღებავებმა რამდენიმე დღეში მოდის ინდუსტრია დაიპყრო. ამის დაჯერება რთულია!
ლონდონში მოდის კვირეულის დაწყებამდე ბრიტანულმა კომპანიამ ''The Unseen'' წარადგინა თმის ინოვაციური საღებავი. თმა, რომელიც ამ საშუალებითაა შეღებილი, იცვლის ფერს გარემომცველი სამყაროს ტემპერატურის მიხედვით. გასაოცარია, არა?

''Fpaparazzi''-ის რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა წარმოადგენს ამ ''ბიუთი-საშუალების'' საიდუმლოს, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში სულ რამდენიმე დღეში წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა.

საღებავი, რომელიც ფერს იცვლის

ინოვაციური გამოგონების ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს საღებავი უსაფრთხოა ჩვენი თმისთვის და თავის კანისთვის. თერმოქრომული პიგმენტების წყალობით, რომლებიც ახალი თაობის საღებავების ძირითად ინგრედიენტს წარმოადგენს, ჩვენი თმა ტემპერატურის მიხედვით ფერს იცვლის.

თერმოქრომული პიგმენტები - ნივთიერება, რომელსაც აქვს ფერის შეცვლის უნარი. როგორც წესი, ასეთი პიგმენტები ტოქსიკურია, თუმცა ქიმიკოსებმა შეძლეს ამ პრობლემის გადაჭრა პოლიმერული სტაბილიზაციის გზით. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის საღებავები უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ლოურენ ბოუკერის თქმით, რომელიც ამ იდეის ავტორი გახლავთ, ინოვაციური საღებავით შეღებილი თმა იცვლის ფერს ტემპერატურის სხვადასხვა დიაპაზონში. პიგმენტები რეაგირებენ როგორც ადამიანის სხეულის, ასევე გარემომცველი სამყაროს ტემპერატურის ცვლილებაზე.



გაგიკვირდებათ, თუმცა დიზაინერები მხოლოდ ინოვაციური საღებავის გამოგონებით არ შემოიფარგლნენ. კომპანიამ ''The Unseen'' გამოუშვა ტანსაცმელი, რომელიც იცვლის ფერს გარემომცველი სამყაროს დაბინძურების დონის მიხედვით. საოცრებაა, არა?

ახლა კი დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოს. თავის ეს მოწყობილობა ნამდვილი სასწაულია! ''Swarovski''-ის ინკრუსტირებული კრისტარები რეაგირებს ადამიანის ტვინის აქტივობაზე და მასზე დამოკიდებულებაში იცვლის ფერს. ამ გზით, ახალი თაობის ეს ქუდი წარმოადგენს ადამიანის შინაგანი სამყაროს ამრეკლავ სარკეს. დაუჯერებელია, არა?

ალბათ დამეთანხმებით, რომ თითოეული ეს გამოგონება ნამდვილი საოცრებაა, არა? თუ მოგეწონათ ეს ინფორმაცია, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!