ტანსაცმელი საღებავით დაგესვარათ? ნუ დაღონდებით! საყვარელი ნივთის გადარჩენის შანსი არის!

ტანსაცმელი საღებავით დაგესვარათ? ნუ დაღონდებით! საყვარელი ნივთის გადარჩენის შანსი არის!
ბევრს მოსვლია ასე - მოკალათდები სადმე პარკში სკამზე და აღმოაჩენ, რომ თურმე ახალი შეღებილია. და რა ვქნათ ამ დროს? გადავაგდოთ საყვარელი ჯინსი სანაგვეში? ნუ იჩქარებთ. არსებობს გამოცდილი მეთოდები, როგორ მოვაცილოთ საღებავი ტანსაცმელს.

გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს, რომელიც თქვენს ტანსაცმელს მეორე შანსს მისცემს.

როგორ გამოვიყვანოთ საღებავი ტანსაცმლიდან

1. ეს ხერხი ძველი ლაქებისთვის გამოდგება. დაგჭირდებათ გაწმენდილი ბენზინი ან ნავთი. დაასველეთ ბამბა მასში და მოუსვით ლაქას. შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ფხვნილით რთულად ამოსაყვანი ლაქებისთვის.

თუ ქსოვილი თეთრია, გამოიყენეთ უფრო რადიკალური საშუალება: აცეტონი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ქსოვილის ფერი შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ჯერ სცადეთ იმავე ქსოვილზე შეუმჩნეველ ადგილას.

2. შემდეგი მეთოდისთვის დაგჭირდებათ თეთრი თიხა და გასუფთავებული ბენზინი. შეურიეთ კომპონენტები ერთგვარი მასის მიღებამდე. წაუსვით პასტა ლაქაზე და დაელოდეთ, სანამ ბენზინი ბოლომდე აორთქლდება. შემდეგ მოუსვით წსოვილზე ჯაგრისი და გარეცხეთ ჩვეულებისამებრ.

ტანსაცმელი საღებავით დაგესვარათ? ნუ დაღონდებით! საყვარელი ნივთის გადარჩენის შანსი არის!

3. თუ ტანსაცმელზე ზეთის საღებავის ლაქა დარჩა, დაგჭირდებათ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. გახსენით წყალში, ჩაალბეთ მასში ღრუბელი და დაამუშავეთ ლაქა.
კიდევ ერთი მოქმედი ხერხისთვის დაგჭირდებათ უაით-სპირიტი. წაუსვით ლაქაზე და დაამუშავეთ ღრუბელით ან ჯაგრისით.


\
4. ძნელად ამოსაყვანი ლაქებისთვის შემდეგი მეთოდი გამოდგება: გააცხელეთ გლიცერინი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე. წაუსვით ლაქაზე. ცოტა ხანში გარეცხეთ ტანსაცმელი ფხვნილით ძნელად ამოსაყვანი ლაქებისთვის.

ეს მეთოდები დაგეხმარებათ ნებისმიერი საღებავის ლაქებისგან გათავისუფლებაში. მთავარია, სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან საშუალებების უმეტესობას შეუძლია ტანსაცმლის დაზიანება.