რა სასარგებლო რჩევებს გთავაზობთ ხალხური მედიცინა, მასტიტის სამკურნალოდ!
მასტიტი - სარძევე ჯირკვილის ანთებაა; ჩვეულებრივ თავს იჩენს ძუძუზე ნაბზარების დროს, როგორც წესი, ჩვილის მკვებავ დედებში. უეცრად ჩნდება მკვეთრი ტკივილები სარძევე ჯირკვალში. ის სივდება, ერთ ადგილზე ხდება მკვრივი, დაძაგრული, მძაფრად მტკივნეული; კანი წითლდება, ხდება მბზინავი; მატულობს ტემპერატურა , ზოგჯერ ძლიერი ჟრჟოლა ემართებათ. ასეთი მდგომარეობის დროს უნდა დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.
ზომები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მასტიტის დროს კვალიფიციური დახმარების უქონლობის შემთხვევაში
ძუძუს თავზე ნაბზარების მკურნალობა:
კალანჰოე ფრთისებრ- ფოთლოვანი. მის წვენს იყენებენ ჩვილის მკვებავი დედის ძუძუს თავებზე ნაბზარების სამკურნალოდ. დაავადებულ ადგილს ან უბრალოდ დაასხით წვენი, ან დაიდეთ მასზე წვენით გაჟღენთილი დოლბანდის სახვევი.
ასკილი. მისი თესლისგან მიღებული ზეთი გამოიყენება ძუძუს თავების ნაბზარებზე წასასმელად, ასევე ტროფიკულ წყლულებზე, ნაწოლებზე, სხივური დაზიანების კანზე.
ნარევი
ახალგახეხილი ვაშლის ფაფა - არეული ნაღების კარაქთან, ეხმარება ძუძუს თავებზე დაბეჟილობისა და ნაბზარების განკურნებას.
მასტიტის მკურნალობა:
მრავალძარღვა. თესლი დანაყეთ და დაასველეთ ანადუღარი თბილი წყლით. ეს მალამო წაისვით ანთების მქონე გულმკერდის ჯირკვლებზე ( ძუძუთა ჯირკვლებზე ).
ბრინჯი. ბრინჯის სახამებელი გახსენით წყალში არაჟანის კონსისტენციამდე, მოათავსეთ სახვევზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილას.
ქრისტესისხლა. მისი წვენი უხვად წაუსვით ნაბზარებს ძუძუს თავებზე, ადროვეთ რომ წვენი შეიწოვოს. გააკეთეთ ეს რამდენჯერმე 2-3 წთ-ის ინტერვალებით. პროცედურები სასურველია გაიმეოროთ 3-4-ჯერ დღეში. ქრისტესისხლას რაც უფრო მეტი წვენი შეიწოვება ძუძუსთავის ნაბზარებში, მით სწრაფად მიაღწევთ გაუმჯობესებას. ქირურგიული ჩარევა საჭირო აღარ იქნება.
რჩევა
ზომები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მასტიტის დროს კვალიფიციური დახმარების უქონლობის შემთხვევაში
- ძუძუ უნდა აიბათ და დღეში 2-ჯერ ფრთხილად წაისვათ იქთიოლის საცხი ( არ დაიზილოთ ).
- დაავადებისას მიიღეთ აბუსალათინის ზეთი.
- მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ სპირტით დასველებული ქსოვილი; როდესაც ქსოვილი გაშრება, კვლავ დაასველეთ.
- ბავშვი მტკივნეულ ძუძუზე არ მიიკრათ, ხოლო რძე გამოწურეთ და გადაღვარეთ. გამოწურვის წინ დასნეულებული ძუძუ უნდა მოიწმინდოს არყით, გამოიწუროს რძე, კვლავ დაიდოს სპირტის კომპრესი. ამით შესაძლოა თავიდან აიცილოთ ჩირქგროვის წარმოქმნა.
- ბავშვი გამოკვებეთ მხოლოდ ჯანსაღი ძუძუთი.
- ჩირქგროვის ნიშნები თუ გაგიჩნდათ , ანთებით ადგილზე დაიდეთ არა სპირტიანი კომპრესი, არამედ წყალბადის ზეჟანგის 2 %-იანი ხსნარისგან სათბური კომპრესი.
- ჩირქგროვის დროს არ შეიძლება ბავშვის კვება ჯანმრთელი ძუძუთიც კი, არამედ საჭიროა მთლიანი რძის გამოწურვა და გადაღვრა.
ძუძუს თავზე ნაბზარების მკურნალობა:
კალანჰოე ფრთისებრ- ფოთლოვანი. მის წვენს იყენებენ ჩვილის მკვებავი დედის ძუძუს თავებზე ნაბზარების სამკურნალოდ. დაავადებულ ადგილს ან უბრალოდ დაასხით წვენი, ან დაიდეთ მასზე წვენით გაჟღენთილი დოლბანდის სახვევი.
ასკილი. მისი თესლისგან მიღებული ზეთი გამოიყენება ძუძუს თავების ნაბზარებზე წასასმელად, ასევე ტროფიკულ წყლულებზე, ნაწოლებზე, სხივური დაზიანების კანზე.
ნარევი
ახალგახეხილი ვაშლის ფაფა - არეული ნაღების კარაქთან, ეხმარება ძუძუს თავებზე დაბეჟილობისა და ნაბზარების განკურნებას.
მასტიტის მკურნალობა:
მრავალძარღვა. თესლი დანაყეთ და დაასველეთ ანადუღარი თბილი წყლით. ეს მალამო წაისვით ანთების მქონე გულმკერდის ჯირკვლებზე ( ძუძუთა ჯირკვლებზე ).
ბრინჯი. ბრინჯის სახამებელი გახსენით წყალში არაჟანის კონსისტენციამდე, მოათავსეთ სახვევზე და დაიდეთ მტკივნეულ ადგილას.
ქრისტესისხლა. მისი წვენი უხვად წაუსვით ნაბზარებს ძუძუს თავებზე, ადროვეთ რომ წვენი შეიწოვოს. გააკეთეთ ეს რამდენჯერმე 2-3 წთ-ის ინტერვალებით. პროცედურები სასურველია გაიმეოროთ 3-4-ჯერ დღეში. ქრისტესისხლას რაც უფრო მეტი წვენი შეიწოვება ძუძუსთავის ნაბზარებში, მით სწრაფად მიაღწევთ გაუმჯობესებას. ქირურგიული ჩარევა საჭირო აღარ იქნება.
რჩევა
- ძუძუს გამკვრივებისას, მასზე მიიმაგრეთ გახეხილი სტაფილო ან თხელი ფაფა პარკოსანი მარცვლეულის ფქვილისგან საპნიანი წყლით, ან კომბოსტოს ახალი ფოთლებით, ან კიდევ ოროვანდის ფოთლებით.
- მასტიტის დროს უნდა დავიდოთ ძუძუზე ღორის ახალი ქონი, შეიძლება მუცლისაც; შემდეგ დავაყაროთ შაქრის ფქვილი ( ანუ დანაყილი შაქარი ). როცა გასკდება, ჩირქს გამოდევნის ექიმი, ხოლო ჭრილობა სწრაფად შეგიხორცდებათ.