ჩემი უკრაინელი ბებია გირჩევთ ისწავლეთ მასტიტის ხალხური საშუალებებით მკურნალობა
რამდენიმე წლის წინ ბიჭი შემეძინა. ბავშვი ძალიან სუსტი იყო, ძუძუს ბოლომდე ვერ წოვდა, რის გამოც მასტიტი დამემართა. რაც იმ დღეებში გამოვიარე, მშობიარობის ტკივილზე უარესი იყო. ბებია უკრაინელი მყავს. მას ქიმიურ საშუალებებზე მეტად ხალხური მედიცინის სჯერა და უამრავი წამლის მომზადებაც იცის. სწორედ მან მომარჩინა მასტიტისგან.
აი ბებიაჩემის რეცეპტები:
#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
აი ბებიაჩემის რეცეპტები:
#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
- ალოეს 4 ფოთოლი
- 3 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- ფქვილი
მომზადების და გამოყენების წესი: - აიღეთ ალოეს 4 დიდი ფოთოლი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად გამოწურეთ. წვენს დაამატეთ 3 სუფრის კოვზი შემთბარი თაფლი და 2 სუფრის კოვზი მზესუმზირას ზეთი, ასევე - ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. მოზილეთ ცომივით, დაიდეთ მკერდზე, თბილად შეიხვიეთ და მთელი ღამით გააჩერეთ. დღისითაც შეგიძლიათ დაიდოთ. სამი პროცედურის შემდეგ შვებას იგრძნობთ.
#2 რეცეპტი - აიღეთ უმი ჭარხალი, გახეხეთ და შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 3:1. მიღებული მასა დაიდეთ სარძევე ჯირკვალზე და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით მოიხსენით. ნარევი შეინახეთ მაცივარში, მკერდი ჩამოიბანეთ. მეორე ღამეს პროცედურა გაიმეორეთ. შემდეგ შეისვენეთ. ეცადეთ, ასეთი 20 პროცედურა ჩაიტაროთ. თითოეული ულუფა შეგიძლიათ 2-ჯერ გამოიყენოთ.
#3 რეცეპტი - მრავალძარღვას თესლი კარგად უნდა დაიფქვას და დასველდეს წყლით. რამდენიმე საათის შემდეგ მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა დაიდთ მკერდის გამაგრებულ ადგილზე.
#4 რეცეპტი - 3 კვერცხის გულის, 1 სუფრის კოვზი ზეთისა და ცოტა ფქვილისგან მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ ისე, რომ 2 სმ-მდე სისქის, ლამბაქის დიამეტრის ლავაში მივიღოთ. დავაფინოთ მტკივან ძუძუზე და დავიტოვოთ მთელი ღამით. დილისთვის სიმაგრე გასკდება. ჩირქი ფრთხილად უნდა გამოიწველოთ და ძუძუ დაიმუშაოთ ლევომიკოლის მალამოთი, ანთება 5 დღეში ჩაცხრება.