ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ მასტიტისგან 2-3 საათში სრულად განიკურნებით!

ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ მასტიტისგან 2-3 საათში სრულად განიკურნებით!
მასტიტი სარძევე ჯირკვლის არასპეციფიკური ანთებითი დაავადებაა, რომელიც სარძევე ჯირკვლის ქსოვილში ბაქტერიის მოხვედრის შედეგად ვითარდება. ის ქალებს, უმთავრესად - პირველმშობიარეებს ემართებათ ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში, თუმცა შეიძლება მშობიარობამდე ან ორსულობისა და მშობიარობისგან დამოუკიდებლად განვითარდეს. ქალს, რომელსაც მასტიტი ერთხელ უკვე ჰქონდა, მომავალში ამ დაავადების განმეორების დიდი შანსი აქვს. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ პროცედურას, რომელიც 2-3 საათში სრულიად განგკურნავთ.

მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 4 თავი დიდი ხახვი შუა-შუა გაჭერით, ჩაყარეთ მდუღარე წლიან ჯამში და დაელოდეთ მათ გაცხელებას,
  2. შემდეგ 4 ხახვის ნახევარი ერთ მკერდზე დაიდეთ და მეორე ნახევარი - მეორეზე. შეიხვიეთ დიდი ნაჭერით და თბილად ჩაიცვით.
  3. კომპრესი მანამდე გედოთ, ვიდრე ხახვი არ გაცივდება.
  4. კომპრესის მოხსნისთანავე გამოიწველეთ რძე.
  5. პროცედურის დამთავრებისთანავე დაგიწევთ სიცხე, ტკივილი მოგეხსებათ და მკერდი დარბილდება.



ექიმის კომენტარი: მელოგინეობის პერიოდში მასტიტი ხშირად ემართებათ ქალებს. მის განვითარებას ხელს უწყობს რძის შეგუბება სარძევე ჯირკვლის სადინარებში, ორგანიზმის გადაცივება, სადინართა სპაზმი. მასტიტის მკურნალობის ხალხურ რეცეპტებში სარძევე ჯირკვლის სითბურ პროცედურებს იყენებენ. გარდა ამისა, ხახვსაც აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისება, ამიტომ სწორედ მისი კომპრესი იქნება განსაკუთრებით სარგო.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"