მასტიტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს მრავალჯერ ნაცადი რეცეპტი!

მასტიტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს მრავალჯერ ნაცადი რეცეპტი!
მასტიტი - სარძევე ჯირკვლის ანთებაა; ჩვეულებრივ თავს იჩენს ძუძუზე ნაბზარების დროს, როგორც წესი, ჩვილის მკვებავ დედებში. უეცრად ჩნდება მკვეთრი ტკივილები სარძევე ჯირკვალში. გთავაზობთ მასტიტის სამკურნალო რეცეპტს, რომელიც საკმაოდ ეფექტური და მრავალჯერ ნაცადია.

დაგვჭირდება:
  • 200 გრ ჩაგას ექსტრაქტი
  • 200 გრ ფარსმანდუკი
  • 100 გრ ასკილის ნაყოფი
  • 100 გრ ფიჭვის კვირტები
  • 5 გრ აბზინდა
  • 200 გრ ალოეს წვენი
  • 200 გრ კონიაკი
  • 500 გრ თაფლი

მომზადების წესი:
200 გრ ჩაგას ექსტრაქტი, 200 გრ ფარსმანდუკი ბალახი, 100 გრ ასკილის ნაყოფი, 100 გრ ფიჭვის კვირტები და 5 გრ აბზინდის ბალახი. დაასხით 3 ლ დამდგარი წყალი მომინანქრებულ ჭურჭელში და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 2 სთ, შემდეგ თბილად შეფუთნეთ და დააყენეთ 12 სთ. გაწურეთ სამლიტრიან ქილაში, დაუმატეთ 200 გრ ალოეს წვენი, 200 გრ ნებისმიერი კონიაკი, 500 გრ თაფლი, აურიეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. გააჩერეთ 4 დღე ცივ და ბნელ ადგილზე.

გამოყენების წესი:
მიიღეთ პირველ 6 დღეს თითო ჩ/კ 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, შემდეგ თითო ს/კ - ით ასევე დღეში 3 - ჯერ ნახევარი სთ - ით ადრე ჭამამდე. საკმარისია ერთი კურსი. მაგრამ შედეგის გასამაგრებლად და უფრო მეტი გულდაჯერებისთვის შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური