მალამო, რომელიც ეგზემასა და კანის სხვადასხვა დაავადებებს კურნავს!
ნაძვისა და ფიჭვის წიწვებით ვამზადებ მალამოს, რომლითაც ვმკურნალობ ეგზემისა და კანის სხვა დაავადებებს. ეგზემა დიდი ხნის წინ დამემართა და ძალიან მძიმე ფორმით მქონდა. ახლა იშვიათად მახსენებს თავს, თუმცა უწინდელთან შედარებაც კი არ შეიძლება. საცხის დამზადება ვასწავლე ნაცნობებს, რომელთაც აწუხებდათ ფსორიაზი, ნეიროდერმიტი და კანის სხვა დაავადებები. ყველას ძალიან მოუხდა. ეგზემა და ფსორიაზი ბევრი ადამიანის სატანჯველად ქცეულა, ამიტომ გთავაზობთ ჩემი მალამოს რეცეპტს:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
შეაგროვეთ ნაძვის ან ფიჭვის ნორცი წიწვი. მომინანქრებული ქვაბის ფსკერზე 2 სმ-ის სისქეზე გაშალეთ კარაქი, ზემოდან 2 სმ-ზე მოაყარეთ გარეცხილი, გამშრალი, დაქუცმაცებული წიწვი. შემდეგ ისევ კარაქი და ისევ წიწვი. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ქვაბი არ აივსება. ბოლო ფენა კარაქი უნდა იყოს. დაახურეთ ქვაბს სახურავი, კიდეები ცომით დაუგოზეთდა 2 საათით შედგით ღუმელში საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ღუმელი გამორთეთ და ქვაბი დატოვეთ მასში კიდევ ორსაათ-ნახევარი. ასე გაიმეორეთ 3-ჯერ-გააცხელეთ და გამორთეთ. ამასობაში კიდეებზე ცომი დაიწვება, მაგრამ არ მოაშოროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ცხიმის მოშუშვა წიწვებთან ერთად ისე, რომ ქვაბში ჰაერმა არ შეაღწიოს. როდესაც ქვაბი შეგრილდება, კარაქი გადაწურეთ დოლბანდის რამდენიმე ფენაში და ერთი დღით შედგით მაცივარში. მიღებულ საცხს აქვს სასიამოვნო მწვანე ფერი და არომატი. კანის დაზიანებულ უბნებში უნდა შეიზილოთ მალამო დღეში რამდენიმეჯერ, სრულ გამოჯანმრთელებამდე. საცხი ინახება მაცივარში , ქვედა თაროზე. შენახვის ვადა ერთ წლამდეა. შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის სხვადასხვაგვარი დაზიანების დროს. უკუჩვენება არ გააჩნია.
ექიმის კომენტარი:
ნაძვისა და ფიჭვის წიწვები მდიდარია ასკორბინის მჟავით ( C ვიტამინი ) , ალკალოიდებით, ტერპენებით, სხვადასხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით, წიწვისგან მზადდება ავიტამინოზის სამკურნალო და პროფილაქტიკური ნაყენი. გარდა ამისა, წიწვი შედის ასთმის საწინააღმდეგო მიქსტურის შემადგენლობაში. ადგილობრივი ზემოქმედებისას ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს. ხალხურ მედიცინაში ვხვდებით მონაცემებს წიწვისგან მომზადებული პრეპარატების კანის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ.
ინგრედიენტები:
- ნაძვის ან ფიჭვის ნორჩი წიწვი
- კარაქი
- ცომი