ხველების და გაციების სამკურნალო რეცეპტები ბებოს ჩანაწერებიდან...
ბებოს ჩანაწერებში ვიპოვეთ ხველისა და გაციების საწინააღმდეგო რეცეპტები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც სურვილი გამიჩნდა, მთელი ქვეყნისთვის გამეცნო.
- თუ მშრალი ხველა გაწუხებთ, ყოველთვის ყოველთვის თან უნდა გქონდეთ ფიჭვის წიწვები. როგორც კი ხველა შემოგიტევთ, აიღეთ 15 ცალი წიწვი და კარგად გაღეჭეთ, წვენი გადაყლაპეთ, დანარჩენი კი გადმოაფურთხეთ.
თუ ამ პროცედურას დღეში 3 - 4-ჯერ გაიმეორებთ, მშრალი ხველა 3 დღეში გაგივლით. თუ ვინმეს ქრონიკული ტონზილიტი აქვს, შეუძლია, ფიჭვის წიწვები ძილის წინ ღეჭოს, 10 დღის შემდეგ 1 კვირით შეისვენოს და ისევ განაგრძოს. 5 - 6 თვეში ტონზილიტების მდგომარეობა ისე შეიცვლება, რომ ამოჭრა აღარ დაგჭირდებათ. - თუ ხველა საღამოობით გიტევთ და არ გაძინებთ, აიღეთ ადუღებული წყალი, ჩაასხით მასში 3 წვეთი იოდი და დალიეთ ნელ-ნელა, პატარ - პატარა ყლუპებით ძილის წინ.
- კარგია ძილის წინ ყაყაჩოს რძის დალევაც. უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი ყაყაჩოს თესლი, დანაყოთ და დაუმატოთ 1 ჭიქა ცხელი რძე. დადგით 15-20 წუთით, გაწურეთ და დალიეთ მთელი ჭიქა.
მყეფავი ხველისგან თალგამი მოგარჩენთ - აიღეთ რამდენიმე საშუალო ზომის თალგამი და წვრილ სახეხზე გახეხეთ. მიღებულ ფაფას წვენი უნდა გამოადინოთ და დაამატოთ თაფლი. 1 ჭიქა წვენზე 100 გრამი თაფლია საჭირო. უნდა სვათ 2 სადილის კოვზი დღეში 3 - 4-ჯერ, ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე.
- მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი სალბი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე, დაახურეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ. ცოტა ხანი გააჩერეთ, გადაწურეთ და ისევ წამოადუღეთ. დალიეთ ცხელ -ცხელი, ძილის წინ.
- ხველის დროს შესანიშნავია ასეთი ნაყენიც: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი პურის ფქვილი, 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და მიიღეთ რამდენიმეჯერ დღის განმავლობაში.