ბებოს მალამომ დამწვრობის კვალი გამიქრო

ბებოს მალამომ დამწვრობის კვალი გამიქრო
ორი წლის წინ მდუღარე წყლით სავსე ქვაბი გადმომიბრუნდა და წყალი ფეხზე გადამესხა. ტკივილზე მეტად ის მადარდებდა, რომ ფეხზე ნაწიბურები დამეტყობოდა, მაგრამ ბებომ სათუთად შენახული მალამო გადმოიღო, წამისვა და თან დამამშვიდა, აი, ნახავ, რამდენიმე კვირაში დამწვრობის ნასახიც აღარ დაგრჩებაო. მალამომ ტკივილი მაშინვე დამიამა, ორ თვეში კი კანზე უმნიშვნელო ნაწიბურიც აღარ მქონდა.

გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტს. ის ბებიასთვის თავის ბებიას უსწავლებია, რომელსაც თურმე უამრავი ხალხი მოურჩენია ამ მალამოთი.



მალამოსთვის დაგჭირდებათ:
  • ჭინჭარი
  • 100 გ ნაძვის წიწვი
  • 100 გ ღორის მუცლის ქონი
  • 100 გ თაფლი სანთელი

მომზადების და გამოყენების წესი:
ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ ნაძვის წიწვი, ღორის მუცლის ქონი, თაფლის სანთელი და ადუღეთ.
მალამოს წასმამდე დამწვარი ადგილი მოიწმინდეთ კირიანი წყლით (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე). შემდეგ ჭრილობაზე დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი.
ყველაზე მძიმე დამწვრობის დროსაც კი მტკივნეული შეგრძნებები 3-5 საფენის დადების შემდეგ ქრება.
ვიდრე ნაწიბური არ გაიწოვება, მალამო ყოველდღე უნდა ისვათ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი