სიამოვნებით გასწავლით ჩემი მალამოს რეცეპტს, რომლითაც ეგზემასა და კანის სხვა დაავადებებს ვმკურნალობ!
ეგზემა დიდი ხნის წინ დამემართა, თანაც ძალიან მძიმე ფორმა. ახლა იშვიათად მახსენებს თავს, უწინდელთან შედარებაც კი არ შეიძლება.
ნაძვისა და ფიჭვის წიწვებისგან ვამზადებ მალამოს, რომლითაც ეგზემასა და კანის სხვა დაავადებებს ვმკურნალობ.
საცხის მომზადება ვასწავლე ნაცნობებს, რომელთაც ფსორიაზი, ნეიროდერმიტი და სხვა დაავადებები ჰქონდათ. ყველას ძალიან მოუხდა.
ეგზემითა და ფსორიაზით ბევრი იტანჯება, ამიტომ სიამოვნებით გასწავლით ჩემი მალამოს რეცეპტს:
მომზადების და გამოყენების წესი:
შეაგროვეთ ნაძვის ან ფიჭვის ნორჩი წიწვები. მომინანქრებულ ქვაბის ფსკერზე 2 სმ სისქეზე წაუსვით კარაქი, ზემოდან 2 სმ - ზე მოაყარეთ გარეცხილი, გამშრალი, დაქუცმაცებული წიწვი. შემდეგ ისევ კარაქი და ისევ წიწვი. ასე გააგრძელეთ, ვიდრე ქვაბი არ აივსება. ბოლო ფენა კარაქი უნდა იყოს. დაახურეთ ქვაბს სახურავი, კიდეები ცომით მოუგოზეთ და ორი საათით შედგით ღუმელში საშუალო ცეცხლზე. შემდეგ ღუმელი გამორთეთ და ქვაბი შიგ კიდევ ორსაათ - ნახევარს დატოვეთ. ასე გაიმეორეთ სამჯერ - გააცხელეთ და გამორთეთ. ამასობაში კიდეებზე ცომი დაიწვება, მაგრამ არ მოაშოროთ - ცხიმი ისე უნდა მოიშუშოს წიწვებთან ერთად, რომ ქვაბში ჰაერი არ შევიდეს. როდესაც ქვაბი შეგრილდება, კარაქი რამდენიმე ნაკეც დოლბანდში გადაწურეთ და ერთი დღით შედგით მაცივარში.
საცხს აქვს სასიამოვნო არომატი და მწვანე ფერი. ეს მალამო კანის დაზიანებულ უბნებზე დღეში რამდენიმეჯერ უნდა შეიზილოთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
საცხი ინახება მაცივარში, ქვედა თაროზე. ძლებს ერთ წლამდე. უკუჩვენება არ გააჩნია.