ვარდი, მხოლოდ გარეგნულად როდია ლამაზი, ის დაავადებულ გულსაც მკურნალობს!

ვარდი, მხოლოდ გარეგნულად როდია ლამაზი, ის დაავადებულ გულსაც მკურნალობს!
ძალიან მიყვარს ყვავილები. მაქვს საკუთარი ბაღი და ვზრდი სხვადასხვაგვარ მცენარეს, მათ შორის, სხვადასხვა ჯიშის ვარდს. ისინი მხოლოდ თვალს კი არ ატკბობენ, ჩემს დაავადებულ გულსაც მკურნალობენ. მინდა ყველას ვამცნო ამ მშვენიერი ყვავილის სამკურნალო თვისებების შესახებ. ხშირად გამეგონა, ვარდის მურაბა ძალიან სასარგებლოა გულისთვისო. როცა გულმა შემაწუხა, ხალხური მედიცინის წიგნებში დავიწყე გულის სამკურნალო საშუალებების ძებნა. სწორედ იქ წავაწყდი ინფორმაციას ვარდის შესახებ და გაგონილიც მაშინ გამახსენდა.
მედკოსებმა იციან, რომ გულის დაავდებები უფრო ხშირად გაზაფხულსა და ზაფხულში მწვავდება, სწორედ ამ პერიოდში ყვავილობს ვარდი, რომელსაც მათი დახმარება შეუძლია. მე თვითონ გამოვცადე საკუთარ თავზე ნაყენი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ:

ინგრედიენტები:
  • ვარდის ფურცლები
  • არაყი
  • შაქარი

მომზადების და გამოყენების წესი:

ვარდის ფურცლები ჩაყარეთ მინის ქილაში და ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი ქილის გავსებამდე ( მჭიდროდ ჩატენვა არ არის საჭირო ). დაასხით არაყი ( რამდენსაც დაიტევს) და დადგით მანადე , ვიდრე შაქარი არ გადნება , ხოლო ნაყენი კონიაკის ფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ გადაწურეთ, ვარდის ფურცლები გმოწურეთ და მიღებული სურნელოვანი წვენი სვით თითო ჩ/კ ძილის წინ.
ნაყენი ამაგრებს გულს, აწესრიგებს გულის რიტმს და ტონუსს უმატებს დასუსტებულ ორგანიზმს. ნაყენი იმდენ სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინებს შეიცავს, რომ მისი გამოყენება სხვა დაავადების დროსაც შეგიძლიათ. მაგალითად, გაცივებისას ნაყენი აქვეითებს ტემპერატურას. შეგიძლიათ გამხმარი ვარდის ფურცლებისგან ნაყენი მოამზადოთ და სვათ, როგორც ჩაი, ან მისგან მურაბა მოხარშოთ.

ექიმის კომენტარი:

ვარდი შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინს და ნივთიერებებს, რომელსაც გააჩნია ანთების სააწინაარმდეგო, სიცხის დამწევი, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტი. ხალხურ მედიცინაში ვარდის ნაყენს, ნახარშს, ექტსრაქტს საუკუნეების წინ იყენებდნენ სხვადასხვა შინაგანი თუ გარეგანი სამკურნალო საშუალების დასამზადებლად.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი