ასთმის სამკურნალო ეფექტური რეცეპტი, რომელიც მრავალჯერ ნაცადია!

ასთმის სამკურნალო ეფექტური რეცეპტი, რომელიც მრავალჯერ ნაცადია!
მაწუხებს ასთმა და ავდარში მდგომარეობა მიმწვავდება ხოლმე.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ორგანიზმის იმუნიტეტის გამაგრება, ამიტომ ხშირად ვიყენებ ხალხური მედიცინის ნაცად რეცეპტებს.
უებარი საშუალება ასე მზადდება:
ინგრედიენტები:
  • 100 გრ ვარდის ხმელი ფურცლები
  • 0,5 კგ გახეხილი გოგრა
  • 1 ჩ/კ გამხმარი მრავალძარღვა
  • 2 ს/კ თაფლი
  • 1 ლ მშრალი წითელი ღვინო

მომზადების და გამოყენების წესი:
100 გრ ვარდის ხმელ ფურცლებს და 0,5 კგ გახეხილ უმ გოგრას შეურიეთ 1 ჩ/კ გამხმარი მრავალძარღვა, 2 ს/კ თაფლი და დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო. მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით. როცა შეგრილდება, დაიწყეთ მიღება - თითო ს/კ 4 - 5-ჯერ დღეში. ეს ნაყენი მხოლოდ ასთმიანებს როდი რგებს, იგი ორგანიზმისთვის უებარი საშუალებაა, კარგად მოქმედებს ღვიძლისა და საჭმლის მონელებაზე.

ექიმის კომენტარი:
ვარდის ფურცლების ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გულის, ღვიძლის, ელენთის და კუჭ - ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.
გოგრა მდიდარია კალიუმით, ვიტამინებით და მინერალური მარილებით. ისიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ეფექტიანია ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.
მრავალძარღვა მრავალმხრივი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეა. მის პრეპარატებს გააჩნია ჰიპოტენზიური ( წნევის დამწევი ), საძილე ეფექტი, აძლიერებს სასუნთქი გზების წამწამოვანი ეპითელიუმის აქტიურობას, რაც აადვილებს ბრონქებში დაგროვილი ლორწოს გამოყოფას, ათხელებს ნახველს და ამცირებს ხველას. მრავალძარღვას ფოთლების ექსტრაქტი აჩერებს სისხლდენას, ახორცებს ჭრილობას, აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, ხსნის სპაზმებს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი