ასთმის სამკურნალო და იმუნიტეტის გასაძლიერებელი არაჩვეულებრივი ხალხური საშუალება!
მაწუხებს ასთმა და ავდარში მდგომარეობა მიმწვავდება ხოლმე. მრავალწლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ორგანიზმის იმუნიტეტის გამაგრება, ამიტომ ხშირად ხალხური მედიცინის ნაცად რეცეპტებს. გთავაზობ ერთ-ერთ საშუალებას ასთმის სამკურნალოდ.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
100 გრ ვარდის ხმელ ფურცლებს და 0,5 კგ გახეხილ უმ გოგრას შეურიეთ 1 ჩ/კ გამხმარი მრავალძარღვა, 2 ს/კ თაფლი და დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო. მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით. როცა შეგრილდება, დაიწყეთ მიღება - თითო ს/კ 4-5-ჯერ დღეში. ეს ნაყენი მხოლოდ ასთმიანებს როდი რგებს, იგი ორგანიზმისთვის უებარი საშუალებაა, კარგად მოქმედებს ღვიძლისა და საჭმლის მონელებაზე.
ექიმის კომენტარი:
ვარდის ფურცლების ნაყენი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გულის, ღვიძლის, ელენთისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.
გოგრა მდიდარია კალიუმით, ვიტამინებით და მინერალური მარილებით. ისიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ეფექტიანია ღვიძლის დაავადებათა სამკურნალოდ.
მრავალძარღვა მრავალმხრივი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეა. მის პრეპარატებს გააჩნია ჰიპოტენზიური ( წნევის დამწევი ), საძილე ეფექტი, აძლიერებს სასუნთქი გზების წამწამოვანი ეპითელიუმის აქტიურობას, რაც აადვილებს ბრონქებში დაგროვილი ლორწოს გამოყოფას, ათხელებს ნახველს და ამცირებს ხველას. მრავალძარღვას ფოთლების ექსტრაქტი აჩერებს სისხლდენას, ახორცებს ჭრილობას, აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, ხსნის სპაზმებს.
ინგრედიენტები:
- 100 გრ ვარდის ხმელი ფურცლები
- 0,5 კგ გახეხილი უმი გოგრა
- 1 ჩ/კ გამხმარი მრავალძარღვა
- 2 ს.კ თაფლი
- 1 ლ მშრალი წითელი ღვინო