თავშავა, ბრონქიტის და ნაწლავთა ატონიის წინააღმდეგ.
მაწუხებდა ბრონქიტი ( ხშირად მიმწვავდებოდა ), ამასთან ერთად, მქონდა კუჭის შეკრულობა. მითხრეს, ნაწლავების ატონია გაქვსო. ერთმა ექიმმა მირჩია თავშავას ნაყენის სმა.
ნაყენის მომზადების და მიღების წესი:
1 ჩაის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ. ეს წამალი ძალიან მომიხდა. ბრონქიტი ისე ხშირად აღარ მაწუხებდა, კუჭ-ნაწლავიც მომიწესრიგდა. სცადეთ,თქვენც გამოგადგებათ.
ექიმის კომენტარი:
თავშავა მრვალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავილები მოწითალოა, ორტუჩიანი. ყვავილობს ივნის-აგვისტოში.
სამკურნალოდ იყენებენ თავშავას ყვავილოვან და ფოთლოვან ნაწილს ( აგრივებენ ყვავილობისას ) და ფესვს. ნედლეულს აშრობენ და ისე ინახავენ.
თავშავა შეიცავს ეთერზეთს, C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს.
თავშავას უმთავრესად მცენარეულ ნაკრებთან ერთად იყენებენ. ორსულობისას მისი მიღება საშიშია. არ გირჩევთ ნაყენის დოზის გადამეტებასაც.
გამოიყენება ბრონქიტის, ყივანახველის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტის, ნაწლავთა ატონიის, ქალური დაავადებების, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ნერვული აღგზნებადობის, კანის ჩირქოვანი დაავადების და დიათეზის დროს. იყენებენ ყელში გამოავლებად და აბაზანებისთვისაც. კბილის ტკივილის დროს თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს კბილის ღრმულში იწვეთებენ.