მტკივნეული მენსტრუაციის სამკურნალო წამალი ხალხურ საშუალებებში მოვიძიე.
დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა მტკივნეული მენსტრუაცია. გამოკვლევები ჩავიტარე და გავარკვიე, რომ არავითარი პათოლოგია არ მქონდა, -უბრალოდ, ეს ფიზიოლოგიური პროცესი ზოგიერთი გოგონას ორგანიზმში მტკივნეულად მიმდინარეობსო, ამიხსნეს,- ამიტომ ქიმიური მედიკამენტების სმას მოვერიდე და წამალი ხალხურ საშუალებებს შორის მოვიძიე. მას შემდეგ, რაც თავშავასა და მარწყვბალახას ნაყენის სმა დავიწყე, ტკივილს აღარ შევუწუხებივარ, მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს ვგრძნობდი კრიტიკულ დღეებში.
ნაყენი ასე მზადდება:
ნაყენი ასე მზადდება:
- ორ-ორ სუფრის კოვზ თავშავასა და მარწყვბალახას დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი, 2-3 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით, ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ 2 საათი. სვით თბილ - თბილი ნაყენი, ნახევარ - ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში.
ნაყენის მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციის მოსვლამდე 1-2 დღით ადრე და სვათ 5-6 დღის განმავლობაში.
ნაყენი ხსნის ტკივილს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მას ხშირად სვამენ კლიმაქსის პერიოდშიც ზედმეტი აგზნებადობისა და უძილობის სამკურნალოდ.
ყველა გოგონას, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, ვურჩევ გაითვალისწინოს ეს რჩევა და მიიღოს ნაყენი, რადგან ვისაც ვასწავლე, ყველა კმაყოფილია შედეგით.
თავშავასა და მარწყვბალახას რეცეპტი მეორენაირად: - აიღეთ 2 სუფრის კოვზი თავშავა, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად აურიეთ, ჩაასხით თერმოსში და დააყენეთ. სვით მენსტრუაციის დღეებში, ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე.
- მარწყვბალახასგან კი წამალი ასე მზადდება: 20 გრამ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 - 1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე.