როგორ უნდა ვუმკურნალოთ დერმატიტს და სხვადახვა ანთებითი ხასიათის მქონე კანის დაავადებებს.

როგორ უნდა ვუმკურნალოთ დერმატიტს და სხვადახვა ანთებითი ხასიათის მქონე  კანის დაავადებებს.
დერმატიტი- კანის ანთებითი პროცესია, წაროქმნილი მასზე სხვადასხვა ხასიათის გამაღიზიანებლების ზემოქმედებით- ქიმიურის, მექანიკურის,ტემპერატურისა და სუნათლის.
დერმატიტი ხასიათდება სიწითლით, შეშუპებულობით, შესიებითა და კანის მომატებული ტემპერატურით, რასაც თან ახლავს სიცხის შეგრძნება, წვა და ქავილი. შეწითლებულ კანზე შეიძლება გამოჩნდეს შემდგომში სხვადასხვა სიდიდის ბუშტულები, გავსებული გამჭვირვალე შიგთავსით. მათი გახსნისას წარმოიქმნება თავდაპირველად კანის სველი ნაწილები, ხოლო შემდეგ ქერცლი, ქერქი.
დერმატიტის მკურნალობა გამოიხატება უწინარეს ყოვლისა იმ მიზეზთა აღმოფხვრით, რომელთაც გამოიწვიეს ანთებითი პროცესი და ექიმ -დერმატოლოგის მიერ დანიშნული რეკომენდაციების გამოყენებით, რამდენადაც აუცილებელია დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა და ამის მიხედვით სამკურნალო საშუალების არჩევა.

გთავაზობთ ხალხური მედიცინის შერჩეულ რეცეპტებს ანთებითი ხასიათის მქონე კანის დაავადებების სამკურნალოდ:
ალოე- თავის გახანგრძლივებულ რენტგენოდერმატიტის დროს რეკომენდებულია ალოეს ახალი ფოთლების დაფენა ან მისი წვენის წასმა დაზიანებულ ადგილებზე. დადგენილია, რომ პირველსავე დღეებში ქრება ტკივილი, ხოლო 5 კვირის შემდეგ ხდება ქსოვილების სრული რეგენერაცია დაავადებულ ნაწილზე. შეინიშნება აგრეთვე თმის მგრძნობელობის, პიგმენტაციისა და ზრდის აღდგენა ამ ადგილებში.

კრაზანა ( ნასვრეტებიანი )- კრაზანას ნახევრად დაორთქლილი წვენისგან მოამზადეთ მალამო ნაღების კარაქზე შეფარდებით 1/4. შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ როგორც სადეზინფექციო საშუალება კანის დაავაებისას.

ბაბუაწევრა (ბურბუშელა ):
  1. სალათა სამკურნალო ბაბუაწვერას ფოთლებისაგან ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით, რეკომდებულია მედიკამენტოზური დერმატიტის დროს.
  2. 1 ს/კ ფოთლებს დაასხით 400 მლ ადუღებული წყალი. სვით ნახევარ- ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში.

მრავალძარღვა- მცენარის წვენს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაზელინი ან ლანოლინი; ყოველივე ეს გულმოდგინედ აზილეთ მინის ჭურჭელში და დაახურეთ სახურავი. გამოიყენეთ როგორც გარეგანი საშუალება ანთებითი პროცესებისას. მალამო წაისვით თხელ ფენად კანის დაზიანებულ ნაწილებზე.

ორკბილა. იყენებენ ქავილის გამომწვევი დერმატიტის დროს ( განსაკუთრებით ბავშვებში ) აბაზანებისთვის და სველსაფენების სახით სებორეული დერმატიტისას.

სალბი სამკურნალო . 1 ჩ /კ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე 3-5 წთ, დააყენეთ დახურულ ჭურჭელში 30-40 წუთი, გაწურეთ. თბილი ხსნარი გამოიყენეთ სველსაფენების სახით სამკურნალოდ ფართო ფორებიანი კანისათვის, ფერისმჭამელების გამონაყარისას, სებორეული დერმატიტისას. ნაყენს შეიძლება დაუმატოთ ნახევარი ჩ/კ თაფლი.

ნიღაბი ღორის გადამდნარი ქონისგან. ანთების მოსახსნელად და აგრეთვე მშრალი კანის კვებისათვის, რეკომენდებულია კანის შეზელა უმარილო გადამდნარი ღორის ცხიმისგან. 20 წთ-ის შემდეგ ცხიმი ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, ხოლო შემდეგ ცივი წყლით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური