იაპონური საფორას და არაყის ნაყენი თვალის დახამხამებაში მოაგვარებს დერმატიტის პრობლემას

იაპონური საფორას და არაყის ნაყენი თვალის დახამხამებაში მოაგვარებს დერმატიტის პრობლემას
დერმატიტი არის კანის ანთებითი რეაქცია მასზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მიმართ. დერმატიტი უმეტესად ხანმოკლეა და გამოწვეულია ამა თუ იმ ცნობილი მიზეზით ან მიზეზებით. ეს მიზეზი ან მიზეზები შეიძლება იყოს ენდოგენური (კონსტიტუციური) ან ეგზოგენური (კონტაქტური) და გამოიწვიოს დაავადება როგორც კანზე უშუალო ზემოქმედებით, ისე სისხლსა და ორგანიზმში შეღწევის გზით. დერმატიტი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული (მაგალითად, სტაფილოკოკური) ინფექციით.
FPAPARAZZI- რედაქცია გთავაზობთ დერმატიტის სამკურნალო ხალხურ რეცეპტს იაპონური საფორას მარცვლების და არაყის ნაზავის გამოყენებით. ეს მეთოდი ფართოდ გავრცელებულია ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდებში.

იაპონური საფორა. - იგი დეკორატიული ბუჩქი-მცენარეა. დიდი პოპულარობით სარგებლობს და სახალხო მედიცინაში მრავალი წამლის მომზადების კომპონენტია. ნაყენის მოსამზადებლად უმჯობესია ავიღოთ მწიფე პარკები. თუ ნაყოფი ჯერ მწიფე არ არის, მაშინ ვიღებთ მხოლოდ მარცვლებს, რადგან პარკი შხამიანია. ამასთან უმწიფარი მარცვლების რაოდენობა უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მწიფე პარკების.

ინგრედიენტები:
  • 2 ს/კ საფორას მარცვალი (დასრესილი)
  • 0,5 ლიტრი არაყი


მომზადები და გამოყენების წესი:
  1. დერმატიტის სამკურნალოდ იღებენ ორ სუფრის კოვზ დასრესილ მარცვალს, ასხამენ ნახევარ ლიტრ არაყს, აყოვნებენ 10 დღეს ბნელ ადგილზე, დრო და დრო შეანჯღრევენ.
  2. მიღებული ნაყენით იწმენენ დაზიანებულ ადგილს, ვიდრე არ წარმოიქმნება წითელი ახალი კანი.
  3. ნაყენით დერმატიტი უნდა გავიწმინდოთ დღეში ორჯერ.
  4. დერმატიტისთვის გამოიყენება კოთხოჯიც.

სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები