ვისაც გულის უკმარისობა აწუხებს, ყველას ვურჩევ ამ მცენარის ნაყენის მიღებას!
ექიმებმა დამიდგინეს გულის უკმარისობა. წლების განმავლობაში ვსვამ უამრავ ქიმიურ წამალს. პერიოდულად თავს უკეთ ვგრძნობ ხოლმე, ზოგჯერ კი მდგომარეობა მიმწვავდება, გადავწყვიტე , მკურნალობის პროცესში მცენარეული პრეპარატებიც ჩავრთო . ნამდვილ სასწაულად მექცა ჩვეულებრივი შროშანის ნაყენი, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვსვამ. ერთბაშად მომეხსნა ქოშინი, გულის ფრიალი, ისე აღარ ვიღლები, შეშუპებაც დამიცხრა, აღარც სისუსტეს და უღონობას ვგრძნობ.
დაგვჭირდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ შროშანის ფოთლებს და ყვავილებს დაასხით 150 მლ სპირტი, დადგით 2 კვირა ბნელ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ . 2 კვირის შემდეგ გადაწურეთ, 15 წვეთი ნაყენი წყალში გახსენით და სვით 3 - ჯერ დღეში.
ვისაც გული აწუხებს, ყველას ვურჩევ ამ ნაყენის მიღებას .
ექიმის კომენტარი:
შროშანი მრავალწლიანი ერთლებნიანი მცენარეა, გავრცელებულია წიწვნარ, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარის ძირში. ნედლეულად იყენებენ ცალკე ყვავილებს და ცალკე ბალახს ან ყვავილებს და ფოთლებს ერთად. შროშანს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც კოკორი ახალი გაშლილია და ჯერ არ გაყვითლებულა. საუკეთესო ნედლეულად ითვლება მხოლოდ ყვავილი. ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან მის დასასრულამდე.
შროშანი შეიცავს საგულე გლიკოზიდებს. მიწისზედა ნაწილებიდან გამოყვეს გლიკოზიდები: კონვალოტოქსინი, კონვალოტუქსოლი, კონვალოზიდი, გლიკონვალოზიდი, ვალაროტოქსინი და სხვა. გარდა ამისა, შროშანში აღმოჩნდა ეთერზეთი, სახამებელი, შაქარი, ვაშლის და ლიმონის მჟავები. შროშანიდან გამოყოფილ გლიკოზიდებს აქვს კარდიოტონული ეფექტი, სწრაფად მოქმედებს და კუმულაცია ( ორგანიზმში დაგროვება ) არ ახასიათებს.
გულის უკმარისობის დროს კონვალოტოქსინის ზემოქმედებისას მატულობს გულის შეკუმშვის ძალა, იზრდება მისი დარტყმითი წუთმოცულობა, იხსნება გულის პარკუჭების დილატაცია ( გაფართოება ), არითმია, ქრება შეშუპება. შროშანის პრეპარატები გამოიყენება სისხლის მიმოქცევის მეორე და მესამე ხარისხის უკმარისობების დროს, გულის უკმარისობისას, წინაგულების ციმციმის, აგრეთვე პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს.
გარდა ამისა, შროშანის ნაყენი გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებლად გულის ნევროზის დროს, ვალერიანის ნაყენთან ერთად. მაგრამ შროშანში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს ბევრი უკუჩვენება და გვერდითი მოვლენაც აქვს. ამიტომ ნაყენის მიღება მხოლოდ ექიმის კომსულტაციის შემდეგ შეიძლება.
დაგვჭირდება:
- 1 ს/კ შროშანი
- 150 მლ სპირტი