უბრალო, მაგრამ საკმაოდ ეფექტური საშუალება, სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად!
ვარ 65 წლის ქალი. ბოლო დროს შემაწუხა ხშირმა შარდვამ და წყურვილის გრძნობამ, გული ხშირად მიჩქარდებოდა, წნევაც მაქვს. სისხლის ანალიზმა მომატებული შაქარი აჩვენა. ძალიან შემაშინა ამ დიაგნოზმა, მაგრამ შემდგომ, როდესაც შევიტყვე, თურმე დღეს ძალიან გახშირებულია ასაკოვან ადამიანებში მსგავსი შემთხვევები, ყველა ნაცნობს ვუამბე ჩემი გასაჭირი. ერთმა ქალბატონმა მირჩია, ნივრის თესლის სპირტიანი ნაყენი მიმეღო.
ნაყენის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
მომზადების და გამოყენების წესი:
ნივრის თესლი მცირე ზომისაა - 2 - 3 მმ- მდე, მაგრამ ეფექტიანი ნაყენის მოსამზადებლად 7 - 8 ცალი თესლი დაგჭირდებათ. მას უნდა დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი, დადგათ გრილ, ბნელ ადგილას 5 - 6 დღე და წამალიც მზადაა. ნახევარი ჭიქა თბილ წყალში გახსენით ნაყენის 5 - 5 წვეთი. სვით დილაობით, უზმოზე და საღამოობით, ძილის წინ. დაუჯერებელია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით უბრალო ნაყენმა სისხლში შაქარი ისე მომიწესრიგა, რომ უკვე მესამე თვეა, წამალი აღარ მჭირდება. წნევაც აღარ მაწუხებს, თავის ტკივილი და გულის ფრიალიც მომეხსნა.
ექიმის კომენტარი:
ნიორის სამშობლოდ სამხრეთ აზია ითვლება. ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში მოხსენიებულია ნიორი, ნივრის ქერქი, თესლი, ყვავილი. ნიორი იხმარებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება თავის ტკივილის, საერთო სისუსტისა და სხვა მრავალი დაავადების დროს. კბილის ტკივილისას ხმარობდნენ ნივრიან სავლებს. ნივრით მკურნალობდნენ კუჭ - ნაწლავის დაავადებებს, ბუასილს.
სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ ნივრის ბოლქვი შეიცავს საკმაო რაოდენობით ეთერზეთ ალიცინს, რომელსაც აქვს სპეციფიკური სუნი და ბაქტერიოციდული ( ბაქტერიების გამანადგურებელი ) მოქმედება. გარდა ამისა, ნიორი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ფიტოსტერინებს, ასკორბინის მჟავას და B ჯგუფის ვოტამინებს.
ნივრის მშრალ ექსტრაქტს შეიცავს პრეპარატი " ალოქოლო", რომელსაც იყენებენ ჰეპატიტების, ქოლანგიტების, ქოლეცისტიტების და ქრონიკული ატონიური ყაბზობის სამკურნალოდ.
ნაყენის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
- 7 - 8 ც ნიორის თესლი
- 0,5 ლ არაყი