როგორ დავიცვათ თავი სეზონური ვირუსებისგან!
დაუდევრობის ბრალია, რომ არ ვიყენებთ მატიტელას გრიპებისა და პნევმონიის სამკურნალოდ. ერთ-ერთ ფიტოთერაპიულ სახელმძღვანელოში წერია: " მატიტელა ეფექტურია გაცივებით გამოწვეული ავადმყოფობების, ბრონქიტის, პნევმონიის, პლევრიტის, ბრონქული ასთმისა და ფილტვების ტუბერკულოზის დროს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ანტონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს. მისი გამოყენება არ შეიძლება თირკმლებისა და შარდის ბუშტის ანთების დროს".
მე უკვე 15 წელია, ვიყენებ ამ მცენარეს გრიპისა და ყოველგვარი გაცივებისას. როგორი სიმძიმის გრიპიც უნდა ჰქონდეს, ერთ კვირაში კარგად მხდის.დაბეჯითებით ვურჩევ მის გამოყენებას ყველას.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
ჩავასხათ 0,5 ლ წყალი მომინანქრებულ ჭურჭელში, ავადუღოთ და მასში ჩავყაროთ 1 ს/კ მატიტელა, მცირე ხნით დავაყოვნოთ ცეცხლზე და გადმოვდგათ. თავდახურული ჭურჭელი გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ ღვინის ჭიქით (100გრ ) დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.ყოველ მეორე დღეს ახალი უნდა მომზადდეს.
ბავშვებს შეიძლება ვასვათ დამტკბარი მატიტელას ნახარში სუფრის კოვზით.
უნდა მივიღოთ 10 დღის განმავლობაში, შემდეგ შევისვენოთ და თუი საჭირო იქნება, ისევ დავლიოთ პერიოდულად.
ექიმის კომენტარი:
მატიტელა ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება გზის პირებში, ეზოებში, დანაგვიანებულ ადგილებში. აგროვებენ მთელ მცენარეს ფესვის გარეშე, ყვავილობის დროს. მის შემადგენლობაში აღმოჩენილია ფლავონოიდური გლიკოზიდი, სხნადი სილიციუმჟავა, სათრიმლავი ნივთიერებები (3-4 %)
მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, გამოაქვს შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, ხელს უშლის შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას, რაც დაკავშირებულია მასში სილიცუმჟავას ხსნადი შენაერთების არსებობასთან.
მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომელშიც მატიტელა ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციულ ფუნქციის შესუსტებისა და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავას მარილების არსებობის დროს. დამატებით საშუალებად, უნიშნავენ ავადმყოფს შრდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციისა და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერისმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი ) დროს.
მცენარეს იყენებენ, აგრეთვე, ღვიძლის ფუნქციური უკმარესობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად, აგრეთვე, ატისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილიგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემხორცებელ საშუალებად.
მატიტელა შველის გაცივებით გამოწვეულ ავადმყოფობებს, ბრონქიტებს, პნევმონიას, პლევრიტს, ბრონქულ ასთმასა და ფილტვების ტუბერკულოზს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროს.

- 1 ს/კ მატიტელა
- 0,5 ლ წყალი