თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა, მცენარეული ნაყენით მოვირჩინე
მაინტერესებს მცენარეებით მკურნალობა და ხშირადაც მივმართავ. მცენარეული ნაყენით მოვირჩინე თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა. მაწუხებდა წვა, ტკივილი. დავიწყე მატიტელას ნაყენის სმა. ძალიან მალე ვიგრძენი უკეთესობა - ტკივილები დამიცხრა, საჭმლის მონელებაც მომიწესრიგდა. გარდა ამისა, მაწუხებდა წნევა - ნაყენის სმის დროს ისიც ნორმაში ჩამიდგა.
ბალახი თავადაც შეგიძლიათ მოაგროვოთ (იგი საქართველოში თითქმის ყველა კუთხეში უხვად ხარობს ) და აფთიაქშიც იყიდება.
მომზადების და მიღების წესი:
1 ს/კ მშრალი, დაქუცმაცებული ბალახი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15 -20 წუთით გააჩერეთ მდუღარე წყლის ორთქლზე, მერე გადმოდგით, შეაგრილეთ, გაწურეთ და სვით თითო ს/კ დღეში 3 -ჯერ ჭამის წინ.
თუ ამ ნაყენის მიღებას დაიწყებთ, ნახავთ, რომ სულ უბრალო საშუალებით შეგიძლიათ ორგანიზმი გაიჯანსაღოთ - საერთო მდგომარეობა გამიუმჯობესდა, თითქოს გამაახალგაზრდავა კიდეც, ყველაფერზე მომიხდა.
ექიმის კომენტარი:
ხალხური მედიცინა მატიტელას კარგად იცნობს. სამკურნალოდ იყენებენ ბალახს ფესვიანად. მას ყვავილობის დროს აგროვებენ და ჩრდილში ახმობენ. მატიტელა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: C ვიტამინით, გლუკოზით, მთრიმლავი ნივთიერებით. გინეკოლოგიაში იყენებენ სისხლდენების შესაჩერებლად.
ხალხურ მედიცინაში მატიტელას ხმარობენ როგორც შემკვრელ, შარდმდენ, მადის მომგვრელ საშუალებას, იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სიმსივნის დროს.
ექსპერიმენტული მონაცემების თანახმად, მატიტელას ნაყენი ამცირებს სისხლის წნევას, რაც ალბათ იმის შედეგიც არის, რომ ამ მცენარეს შარდმდენი და თირკმლის ქსოვილის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.