რომელ დაავადებებს ახასიათებს სისხლიანი ხველა

რომელ დაავადებებს ახასიათებს სისხლიანი ხველა
სისხლიანი ხველა - ხველასთან თამდევი სისხლის გამოყოფა სასუნთქი გზებიდან. ეს სიმპტომი დამახასიათებელია სასუნთქი ორგანოების ბევრი დაავადებისთვის. ყველაზე ხშირად გვხვდება ტუბერკულოზის დროს. ასევე სისხლიანი ხველა წარმოადგენს სიმპტომს (ზოგჯერ ერთადერთსაც) ბრონქტოექტაზიური დაავადებისათვის. ის შეიძლება იყოს ძალზედ უმნიშვნელო, იშვიათ შემთხვევაში ლეტარული გამოსავლითაც კი.
სისხლიანი ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ბრონქებისა და ფილტვის სიმსივნე, პირველ რიგში ფილტვის კიბო. სისხლიანი ხველა შეიძლება შეგვხვდეს ლარინგიტის, პნევმონიის, ბრონქიტის, სიფილისის, ფილტვის ექინოკოკის, წილთაშუა პლევრიტის დროს. გულ - სისხლძარღვთა დაავადებების დროს. სისხლიანი ხველა გამოწვეულია ფილტვების შეგუბებით, ვასკულიტით, ანევრიზმით, ფილტვ - ბრონქის სისხლძარღვის გახეთქვით, ასევე ფილტვის არტერიის ტოტების ემბოლიით და თრომბოზით. სისხლიანი ხველა შეინიშნება ხშირად მიტრალური სარქვლის სტენოზის დროს, იშვიათად გულის სხვა მანკების დროს.

ნახველში სისხლის გამოჩენისას ხალხური მედიცინა გვთავაზობს:
სისხლიანი ხველის მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების მკურნალობისკენ. ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგი ბალახების ნახარშებსა და ნაყენს: მუხის ქერქი, თავსისხლა, ჭინჭარი, მატიტელა, სამკურნალო ბარისპირა, წყლის სამყურა, სწორმდგომი მარწყვბალახა, წიწმატურა, ჭანგა, ჩვეულებრივი მატიტელა, ჩვეულებრივი ფარსმანდუკი, ჩვეულებრივი ღოლო, მარწყვი, მამულა აბზინდა და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკვებში ვიტ. C და რუტინის (ამაგრებს სისხლძარღვთა კედელს, ამცირებს კაპილარების გამავლობას ) მაღალ შემცველობას. სისხლიანი ხველის გაძლიერებისას ავადმყოფი უნდა დაწვეს, სხეულის ზედა ნაწილი წამოწეული უნდა ქონდეს. პირველ დღეებში საჭიროა მცირე რაოდენობით რძიან - მცენარეული საკვები. ვიტამინების დიდი დოზები ( ვიტ. C 1000 მგ დღეში ) განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფსიქიკურ და ფიზიკურ სიმშვიდეს.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი