როგორ განვბლოკოთ საჯდომის ნერვი: 2 მარტივი ვარჯიში ტკივილის მოსახსნელად

როგორ განვბლოკოთ საჯდომის ნერვი: 2 მარტივი ვარჯიში ტკივილის მოსახსნელად
საჯდომი ნერვი მომდინარეობს წელიდან ქვემო მიმართულებით - დუნდულებისა და ბარძაყების გავლით ქვედა კიდურებისკენ. ამიტომ მისი ტკივილი განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება.

როგორც წესი, "საჯდომის ნერვის მიჭყლეტა" გულისხმობს ნერვიუს ელასტიურობის და ფეხის უკანა ზედაპირის, კუნთების მოქნილობის დაკარგვას.ეს ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია კუნთის ასაკობრივი დამოკლებასთან (რიგიდულობა), რომელიც შესაძლოა 30-35 წლის ასაკში დაიწყოს.

ტრადიციული მკურნალობა გულისხმობს დიაგნოსტიკას და შემდგომში შესაბამისი მედიკამენტების დანიშნავს. თუმცა უმჯობესია არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ გამაყუჩებლების მიღებით. დაგვერწმუნეთ თუკი თქვენ მკურნალობის დროს კუნთის გაწელვის მარტივ ვარჯიშებს შეასრულებთ, ტკივილი სულ მალე გაგიქრებათ.

ვარჯიშები საჯდომის ნერვის მიჭყლეტვის დროს
გაწელვით ვარჯიშებს დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ, რადგან მათ ანთების ჩაქრობა და ამით ტკივილის გაყუჩება შეუძლიათ. რაღათქმაუნდა, მათი შესრუელბა შესაძლოა მარტივი არ იყოს, ამიტომ ვარჯიშები ნელ ტემპში შეასრულეთ.

  1. დაწექით სწორ ზედაპირზე, მოხარეთ ფეხი რომელშიც ტკივილს გრძნობთ და ნელ-ნელა მიიტანეთ ის მხართან. როდესაც გაწელვას იგრნობთ, შეეცადეთ ფეხი ამ მდგომარეობაში 30 წამით გააჩეროთ. გაშალეთ ფეხი და ამ მდომარეობაში ცოტახანი გაჩერდით, შემდეგ კი გააკეთეთ კიდევ ორი ცდა.

  2. კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში მოხარეთ ფეხი მუხლში და ფრთხილად მიიტანეთ ის მკერდთან ისე, რომ მენჯი იატაკს არ მოაშოროთ.
    გადააჯვარედინეთ ფეხები ისე, რგორც ფოტოზეა ნაჩვენები და ხელები ჯანსაღ ფეხს მოხვიეთ. დაჭიმეთ და 30 წამის განმავლობაში გააჩერეთ ამ მდომარეობაში, შემდეგ დაბრუნდით საწის მდგომარეობას. შეასრულეთ კიდევ ორი ცდა.


დაიმახსოვრეთ, რომ მოძრაობა იშიაზის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშალებას წარმოადგენს, როგორც არუნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ ეს ფაქტი. ამგვარად თქვენ სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენთ, იშორებთ კუნთის ინერტულობას და ამით დააჩქარებთ გამოჯანმრთელებას.