საჯდომის ნერვის ანთების (იშიაზი) მკურნალობა ხალხური რეცეპტით

საჯდომის ნერვის ანთების (იშიაზი) მკურნალობა ხალხური რეცეპტით
იშიაზი - საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი, მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, მსხლისებრი კუნთის სინდრომი, მალათაშორისი დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრამვა, დიაბეტი, ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა. საჯდომი ნერვის ტკივილი ვითარდება ნერვის მოჭყლეტის ან მოყოლის დროს, რომელიც როგორც წესი, გამოწვეულია მალთაშუა დისკოს თიაქრის ან ხერხემლის მალებში ძვლოვანი წანაზარდების შედეგად. Fpaparazzi-ის რედაქცია გაგაცნობთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც დაამარცხებთ საჯდომი ნერვის ანთებას:


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 5 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით, გაწურეთ
  2. სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ.
  3. გაითვალისწინეთ, რომ დაფნა აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს, ამიტომ თუ ცოტა სისუსტე იგრძენით, ტკბილი საკვები მიიღეთ.


ექიმის კომენტარი: სამკურნალოდ იყენებენ დაფნის ფოთლებს, ქერქს, ფესვებს, ნაყოფს, ნაყოფის კურკას, ასევე დაფნის ზეთს. დაფნის ნაყოფი შეიცავს მოყვითალო ფერის ეთერზეთს (0,8%), ფიტოსტერინს. ეთერზეთის შემადგენლობაში შედის პინენი და ცინეოლი.
დაფნის პრეპარატებს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი,ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
დაფნა კარგი საშუალებაა ზოგადი დამბლის და სახის ნერვის პარეზის, ღვიძლისა და ელენთის სიმსივნის, კოლიტის, სახსრების ტკივილის დროს. დაფნა და დაფნის ზეთი კურნავს თავის და ყურის ტკივილს, სასარგებლოა ღვიძლის ტკივილისას. ხალხურ მედიცინაში დაფნა გამოიყენება რევმატიული ართრიტის, ნიკრისის ქარის, სპაზმური ტკივილის და შაქრიანი დიაბეტის დროს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"