ჰორმონალური დისბალანსის ადრეული სიმპტომები ქალბატონებში, რომელთა იგნორირება არ შეიძლება

ჰორმონალური დისბალანსის ადრეული სიმპტომები ქალბატონებში, რომელთა იგნორირება არ შეიძლება
ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებისთვის ჰორმონალურ ბალანსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰორმონალურმა დისბალანსმა შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ გინეკოლოგირ დაავადებებამდე. ამ საშინელი პრობლემების თავიდან ასარიდებლად სულაც არ არის საჭირო ორგანიზმის სხვადასხვა ფარმაცევტული პრეპარატებით გაჟღენთვა.

ჰორმონალურ ბალანს უდიდესი გავლენა აქვს შემდეგ ფიზიოლოგიურ პროცესებზე:
  • ზრდასა და განვითარებაზე
  • სექსუალურ მომწიფებაზე
  • შემეცნებასა და განწყობაზე
  • სხეულის ტემპერატურაზე
  • მეტაბოლიზმის პროცესზე

ჰორმონალური დისბალანსისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • წონაში მატება
  • თმის ცვენა ან პირიქით მომატებული თმიანობა ქალებში
  • აკნე
  • ჭარბი ოფლიანობა
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • კონცენტრირების გაძნელება;
  • მოთხოვნილება ტკბილი პროდუქტების მიმართ;
  • შიმშილის შეგრძნება;
  • უხასიათობა;
  • თავის ტკივილი;
  • მენსტრუაციის დროს ტკივილი;
  • უძილობა;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • მომნელებელი სისტემის პრობლემები.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი?


  • სტრესმა
  • არასრულფასოვანმა კვებამ
  • გენეტიკურმა მიდრეკილებამ
  • რომელიმე სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ
  • ორსულობამ
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებამ
  • ძილის სისტემატიურმა ნაკლებობამ და სხვა.

5 საუკეთესო საკვები, რომლებიც ქალებს ჰორმონული დისბალანსისთვის დაეხმარება

  • იოგურტი
  • ცხიმიანი თევზი
  • ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბოსტნეული
  • სამკურნალო სანელებლები
  • ავოკადო

ხშირად ჰორმონალური დარღვევა ხელს უშლის ქალს დაორსულებაში. ეს ხდება ჰორმონ პროგესტერონის ნაკლებობის გამო, რომელიც დაორსულებასა და ნაყოფის განვითარებას უწყობს ხელს. ამის დადგენა შესაძლებელია ან ანალიზებით, ან ბაზური ტემპერატურის რეგულარული გაზომვით. თუ ტემპერატურაში ცვლილებები არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ პროგესტერონი არასაკმარისი რაოდენობითაა ორგანიზმში.

ქალის დარღვევები ჰორმონალურ ფონზე შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ასაკთან. 30 წლის შემდეგ საგრძნობლად ქვეითდება საკვერცხეების აქტივობა, რაც ამა თუ იმ ჰორმონის არასაკმარის გამომუშავებას იწვევს.

ჰორმონალურმა დარღვევებმა შეიძლება თავი იჩინონ კლიმაქსის დროსაც. ასაკობრივი გარდაქმნის გამო ორგანიზმში აღარ ხდება ფოლიკულების მომწიფება და ოვულაციის პროცესი.
თუ ჰორმონალური დარღვევები არ არის, კლიმაქსის პერიოდი განსაკუთრებული გართულებების გარეშე ჩაივლის, ხოლო თუ დარღვევაა, წარმოიქმნება ისეთი სინდრომი, როგორიცაა კლიმაქტერიული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს:

  • უძილობა,
  • გაღიზიანება,
  • ნევროზი,
  • დეპრესია,
  • მომატებული არტერიული წნევა.