უკანასკნელი ალქაჯის სიკვდილით დასჯა: რისთვის დასაჯეს სინამდვილეში ანა ჰელდი?
1782 წლის 13 ივნისს ევროპის ისტორიაში უკანასკნელი ალქაჯის სიკვდილით დასჯა გაიმართა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალქაჯებზე ნადირობა XVIII საუკუნის ბოლომდე გრძელდებოდა. ანა ჰელდი ისტორიაში შევიდა როგორც უკანასკნელი ალქაჯი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. 2008 წელს მისი სრული რეაბილიტაცია მოახდინეს და გაამართლეს. ამჟამად ამბობენ, რომ ქალის მიმართ წაყენებული ბრალდება სულაც არ ყოფილა ჯადოქრობა, ყველაფერი გაცილებით პროზაიკულად იყო.
ანა 1734 წელს ზენვალდში დაიბადა. მთელი ცხოვრება მოახლედ მუშაობდა მდიდარი შვეიცარელების ოჯახებში. 46 წლის ასაკში მოსამართლე იოჰანეს იაკობ ჩუდის სახლში მოეწყო სამუშაოდ. ერთხელ სახლის მეპატრონეების 8 წლის ქალიშვილი უეცრად ცუდად გახდა: მას კრუნჩხვები დაეწყო, შემდეგ კი თითქოსდა ძველი ლითონის ნამსხვრევები გადმოაფურთხა. მიიჩნიეს, რომ ეს იყო ნემსები, რომლებიც მოახლემ საჭმელში გაურია.
ამ შემთხვევის შემდეგ ანას ბრალი დასდეს ალქაჯობაში და დააპატიმრეს. მას იმდენ ხანს აწამებდნენ, სანამ არ აღიარა, რომ მას დემონთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, რომელიც მას შავი ძაღლის სახით ევლინებოდა, ასევე აღიარებინეს, რომ მას გოგონას მოკვლა სურდა.
ოფიციალურად, ანას მხოლოდ გოგონას მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი, რაც იმ დროისთვის სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებდა შვეიცარიული კანონის თანახმად, თუ მსხვერპლი ცოცხალი გადარჩებოდა. ალქაჯებზე ნადირობის ეს ეპიზოდი ფართო განხილვის საგანი და საერთაშორისო სკანდალის მიზეზიც გახდა. შვეიცარელებს შუასაუკუნეების მეთოდების გამოყენებაში დასდეს ბრალი.
უნდა ითქვას, რომ ალქაჯებზე ნადირობა შვეიცარიაში მასშტაბურად მიმდინარეობდა: XV-XVIII საუკუნეებში აქ 10-ჯერ მეტი ალქაჯი დასაჯეს სიკვდილით, ვიდრე საფრანგეთში და 2-ჯერ მეტი, ვიდრე გერმანიაში, მოსახლეობის პროპორციების გათვალისწინებით. სულ შვეიცარიაში 5000 სასამართლო პროცესი გაიმართა, აქედან 3500 ქალი სიკვდილით დასაჯეს.
თანამდეროვე ისტორიკოსებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მოსამართლე ჩუდიმ მოახლე მხოლოდ იმიტომ დაადანაშაულა, რომ მასთან ინტიმურ კავშირში იმყოფებოდა, და როდესაც ქალი დაემუქრა, რომ ყველაფერს მის ცოლს მოუყვებოდა, მამაკაცმა შურისძიება გადაწყვიტა. უკანონო ურთიერთობის გამოვლენის შემთხვევაში, მას თანამდებობის დატოვება მოუწევდა.
სიკვდილით დასჯიდან 226 წლის შემდეგ, კანტონის საქალაქო საბჭომ, გლარუსმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ანა ჰელდის რეაბილიტაცია მოახდინეს. ევროპის უკანასკნელი ალქაჯის სიკვდილით დასჯის ისტორია 2 რომანსა და მხატვრული ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად. 2007 წელს კი შვეიცარიაში ანა ჰელდის მუზეუმი გაიხსნა.