უკანასკნელი სადილი სიკვდილით დასჯის წინ - რას უკვეთავდნენ ყველაზე სასტიკი დამნაშავეები გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე?
1. ველმა ბარფილდი (Velma Barfield)
სიკვდილით დასჯის დღე: 1984 წლის 2 ნოემბერი
მენიუ: კოკა-კოლის ქილა და დიდი შეკვრა ჩიფსები.
თავდაპირველად ველმა დაადანაშაულეს საყვარლის მკვლელობაში, თუმცა სასამართლოს მსვლელობის დროს მან კიდევ 6 სხვა ადამიანის მკვლელობა აღიარა, რომელთა სიაში შედიოდნენ მისი მეუღლე და დედა.
2. ჯონ უეინ გეისი (John Wayne Gacy)
სიკვდილით დასჯის დღე: 1994 წლის 10 მაისი.
მენიუ: კარგად შემწვარი კრევეტები, ქათმის დიდი პორცია ''KFC''_დან, შემწვარი კარტოფილი და ერთი თეფში მარწყვი.
გაზეთებმა გეისს ''მკვლელი კლოუნის'' ზედმეტსახელი შეურჩიეს, რადგან იგი მუშაობდა კლოუნად საბავშვო წვეულებებზე. პირველად იგი დააკავეს 1978 წელს და მას ბრალად 15 წლის მოზარდის მოტაცება დასდეს, თუმცა საკმარისი მტკიცებულებების არ ქონის გამო, იგი მალევე გაანთავისუფლეს. პოლიციელებს მისი დაკავების დროს თავში აზრადაც არ მოსვლიათ სარდაფის გაჩხრეკა და სულ ტყუილად. გეისის ხელმეორედ დაკავების დროს მისი სახლის სარდაფში 29 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს.
3. ადოლფ ეიქმანი (Adolf Eichmann)
სიკვდილით დასჯის დღე: 1962 წლის 1 ივნისი.
მენიუ: მშრალი წითელი ღვინო.
ადოლფ ეიქმანი - გერმანელი ოფიცერი, რომელმაც ომის წლებში გაანადგურა 4 მილიონამდე ებრაელი. ადოლფი 1960 წლამდე იმალებოდა, თუმცა შემდეგ მოსადას აგენტებმა იგი დააკავეს და ისრაელში გაგზავნეს, სადაც იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: ''გაუმარჯოს გერმანიას! გაუმარჯოს არგენტინას! გაუმარჯოს ავსტრიას! სწორედ ამ სამ ქვეყანასთანაა დაკავშირებული ჩემი ცხოვრება და მე არასდროს დავივიწყებ მათ. მივესალმები ჩემს ცოლს, ოჯახსა და მეგობრებს. მე ვალდებული ვიყავი, რომ შემესრულებინა ომის ყველა წესი და გულწრფელად ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. მზად ვარ!''.
4. სემი ფელდერ უმცროსი (Sammie Felder Junior)
სიკვდილით დასჯის დღე: 1999 წლის 15 დეკემბერი.
მენიუ: ათი ნაჭერი ქათმის შემწვარი ხორცი, ბეკონის ათი ნაჭერი, ერთი თავი ხახვი, თხუტმეტი შემწვარი კრევეტი, ატამი და ერთი დოქი რძე.
1975 წლის თებერვლის თვეში ფელდერმა მოკლა 42 წლის ჯეიმს ჰენკსი, რომელსაც ქვედა კიდურები პარალიზებური ჰქონდა. მკვლელი შეიპარა სახლში ღამით ფულის წამოსაღებად, თუმცა ჰენკს მოულოდნელად გაეღვიძა და ყვირილი დაიწყო. ფელდერმა მისი შეშინება მაკრატლით სცადა, თუმცა შემთხვევით ისეთ ადგილას მოარტყა, რომ ინვალიდი მომენტალურად გარდაიცვალა.
5. პოლ სელსო ნუნციო (Paul Selso Nuncio)
სიკვდილით დასჯის დღე: 2000 წლის 15 ივნისი.
მენიუ: ენჩილადასი და ბურიტო (მექსიკური სამზარეულოს ტრადიციული კერძები), შოკოლადის ნაყინი, მთლიანი ნესვი.
ნარკოტიკისთვის ფულის შოვნის იმედით ნუნციო შეიპარა 61 წლის პოლნა კროუნოვერ ფერისის სახლში, საიდანაც მან მოიპარა ტელევიზორი, სტერეო, ვიდეომაგნიტოფონი და რამდენიმე სამკაული, თუმცა მან ჯერ სცემა, გააუპატიურა და მოკლა სახლის მფლობელი. სულ რაღც ერთი კვირის შემდეგ ნუნციო დააკავეს.
6. ალენ ლი დევისი (Allen Lee Davies)
სიკვდილით დასჯის დღე: 1999 წლის 8 ივლისი.
მენიუ: ლობსტერის კუდი, შემწვარი კარტოფილი, 200 გრამი შემწვარი კრევეტები, 200 გრამი შემწვარი მოლოსკები, ნახევარი ნივრიანი პური და ერთი ლიტრი ლუდი.
1982 წელს ალენმა მოკლა ფეხმძიმე ნენსი ვაილერი და მისი ორი ქალიშვილი. ნენსი იმდენად იყო ნაცემი, რომ მისი ამოცნება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ხოლო 5 და 9 წლის გოგონები ალენმა დახვრიტა. მკვლელის ელექტრო სკამზე მოთავსების შემდეგ დარბაზში დიდი აურზაური ატყდა. ხალხის მოსაზრებით სიკვდილის დასჯის ეს მეთოდი არაჰუმანური იყო. სწორენ ალენის სიკვდილმა დაუდო დასაბამი იმ ფაქტს, რომ აშშ_ში ელექტრო სკამის მეთოდი შეცვალეს სასიკვდილო ინექციით.
7. დობი გილის უილიამსი (Dobie Gillis Williams)
სიკვდილით დასჯის დღე: 1999 წლის 8 იანვარი.
მენიუ: 12 კანფეტი და ნაყინი.
1984 წლის 8 ივლისის დილას უილიამსი შეიჭრა სონი ნიპერსის სახლში და მოკლა ქალბატონი. მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც იგი გაასამართლეს, ძალზედ საკამათო იყო. უილიამსის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: ''მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის არაფერი მიწყენინებია. ღმერთმა დაგლოცოთ სუყველა. ღმერთმა დაგლოცოთ''.
8. ლუი ჯონს უმცროსი (Louis Jones Junior)
სიკვდილით დასჯის დღე: 2003 წლის 18 მარტი.
მენიუ: ახალი ხილი.
1995 წლის თებერვალში ჯონსმა იკამათა საკუთარ მეუღლესთან და მოგვიანებით გაემართა მის საძებნელად. მეუღლეს მან ვერ მიაგნო, თუმცა სამრეცხაოში იგი შემთხვევით გადაეყარა 19 წლის ტრეისი მაკბრაიდს, რომელსაც იარაღის მეშვეობით დააძალა, რომ წაყოლოდა სახლში, სადაც ჯონსმა გოგონა გააუპატიურა და შემდეგ მოკლა.
9. გერი გილმორი (Gary Gilmore)
სიკვდილით დასჯის დღე: 1977 წლის 17 იანვარი.
მენიუ: ჰამბურგერი, მაგრად მოხარშული კვერცხი, გამომცხვარი კარტოფილი, რამდენიმე ფინჯანი ყავა და ვისკი.
1976 წლის 19 ივლისს გილმორმა გაძარცვა ბენზინ გასამართი სადგური და ამავდროულად მოკლა ერთ-ერთი მომუშავე პერსონალი. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მან კიდევ ერთი მკვლელობა ჩაიდინა. ამჯერად გილმორის მსხვერპლად სასტუმროს მენეჯერი იქცა. მან თავისივე სურვილით ამოირჩია სიკვდილი და უარი განაცხადა შებრალებაზე. მამაკაცის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: ''მოდი გავაკეთოთ ეს!''