ყველაზე ცნობილი ჯალათები ისტორიაში: რითი გაითქვეს სახელი უძველესი პროფესიის წარმომადგენლებმა
ერთ-ერთი ყველაზე უძველესი პროფესია - ჯალათი - არასოდეს გახლდათ საპატიო. ერთ დროს, სიკვდილით დასჯა სერიოზული დანაშაულებისთვის თითქმის ერთადერთი განაჩენი იყო. და ვინმეს უნდა მოეყვანა სისრულეში ეს განაჩენი. რა თქმა უნდა, მსურველი ბევრი არ იყო - ჯალათის სოციალური სტატუსი მეძავებისა და ქურდებისას უტოლდებოდა. ჯალათები ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ, ცოლებს თავიანთ მსგავს საზოგადოებაში ეძებდნენ, ეკლესიაში კი ყველაზე ბოლო რიგში იდგნენ - ხალხი მათგან შორს იჭერდა თავს. მიუხედავად ამისა, ამ არასასურველმა პროფესიაშიც იყვნენ პიროვნებები, რომელთა სახელები ისტორიამ შემოინახა.
გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის მთავარმა ჯალათმა, ფრანც შმიდტმა 45 წლის განმავლობაში 361 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს - ზუსტი ციფრი დღიურის წყალობითაა ცნობილი, რომელშიც პედანტი ჯალათი დაწვრილებით აღწერდა ყველაფერს. იგი სიკვდილმისჯილების მიმართ ჰუმანურობას ავლენდა - ცდილობდა, მათი ტანჯვა შეემსუბუქებინა, და მიიჩნევდა, რომ ეხმარება მათ ცოდვების მონანიებაში. 1617 წელს მან თანამდებობა დატოვა და ”ცუდი სახელის” დაღი ჩამოირეცხა.
ხშირად, ჯალათებს მთელი დინასტია გააჩნდათ - პროფესია მამიდან შვილს გადაეცემოდა. საფრანგეთში ჯალათების ყველაზე ცნობილი დინასტია - სანსონების დინასტია გახლდათ - 6 თაობა მრავალი წლის განმავლობაში ჯალათად მსახურობდა. სანსონების ოჯახის წევრებს სისრულეში მოჰყავდათ ლუდოვიკო XVI, მარია-ანტუანეტას, რევოლუციონერების დანტონის, რობესპერიერის, სენ-ჟიუსტის და სხვა ისტორიული ფიგურების სიკვდილით დასჯის განაჩენები.
ლეგენდის თანახმად, ერთხელ ნაპოლეონმა კითხვა დაუსვა შარლ სანსონს იმაზე, თუ როგორ შეეძლო მას მშვიდად ძილი, როდესა 3 000 ადამიანი ჰყავს სიკვდილით დასჯილი. რაზეც მან მიუგო: ”თუკი მეფეებს, დიქტატორებს და იმპერატორებს სძინავთ მშვიდად, რატომ არ შეუძლია ჯალათს, იძინოს მშვიდად?”. დინასტია კლემან ანრი სანსონმა შეწვიტა - ფინანსური პრობლემების გამო გილიოტინა დააგირავა. როდესაც ერთ-ერთი განაჩენის სისრულეში მოყვანის დრო მოვიდა, მევახშეს გილიოტინა სთხოვა დროებით, მაგრამ მან უარით გაისტუმრა. ამიტომ 1847 წელს სანსონი სამსახურიდან გაუშვეს.
იტალიის ყველაზე ცნობილი ჯალათმა, ჯოვანი ბატისტა ბუგატიმ 65 წლის განმავლობაში 516 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ”პროფესიონალური შემოქმედება” ნაჯახითა და ურითო დაიწყო, შემდეგ გილიოტინაზე გადავიდა. ბუგატი სიკვდილმისჯილებს პაციენტებს უწოდებდა, თავად მას კი ზედმეტსახელად ”მართლმსაჯულების ხელოვანი” უწოდეს.
ბრიტანელი ჯეიმს ბერი 2 პროფესიას - ჯალათსა და მღვდლობას ითავსებდა. ის ასევე წერდა თეორიულ ნაშრომს სიკვდილით დასჯის სწორად ჩატარების პროცესზე. ინგლისის ყველაზე ეფექტურ ჯალათად კი ალბერტ პირპოინტი მიიჩნევა, რომელმაც 608 ადამიანი დასაჯა სიკვდილით ХХ საუკუნეში. იგი პენსიაზე მას მერე გავიდა, რაც საუკეთესო მეგობარი ჩამოახრჩო. პირპოინტმა მემუარები დაწერა, რომელიც მხარტვულ ფილმს ”უკენასკნელი ჯალათი” დაედო საფუძვლად.
აშშ-ის არმიის უმცროსი სერჟანტმა, ჯონ ვუდმა 347 მკვლელი და მოძალადე ჩამოახრჩო, მაგრამ სახელი 1946 წელს გაითქვა, როდესაც ნიურნბერგის პროცესზე გასამართლებული 10 ნაცისტი გამოასალმა სიცოცხლეს. შემდეგ კი ფულს იმით შოულობდა, რომ თოკის ნაწილებს ჰყიდდა, რომელზეც ჰიტლერის გერმანიის მმათველები იქნა ჩამოხრჩობილი.
ჯალათი ფერნან მეისონიე გილიოტინაზე 1947 წლიდან მუშაობდა და 200-ზე მეტი ალჟირელი მეამბოხე დასაჯა სიკვდილით, აგროვებდა მათ ნივთებს, რათა შემდგომში მუზეუმში გამოეფინა. 16 წლის იყო, ჯალათად რომ დაიწყო მუშაობა - მამას ეხმარებოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ მან მემუარები დაწერა, სადაც გულახდილად აღნიშნა, რომ სინდისის ქენჯნა არ აწუხებს, რადგან თავს მართლმსაჯულების შემსრულებლად მიიჩნევდა.
მოჰამედ საად ალ-ბეში 1998 წლიდან მუშაობს ჯალათად საუდის არაბეთში, სადაც შარიათის კანონების თანახმად, სიკვდილით სჯიან მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, შეიარაღებული თავდასხმისთვის, ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და რწმენის უგულებელყოფისთვის.
ჯალათი მიიჩნევს, რომ ის ალაჰის ნებას ასრულებს. განაჩენის სისრულეში მოყვანამდე მუდამ ლოცულობს და პატიებას სთხოვს სიკვდილმისჯილის ოჯახის წევრებს.