პირველი ტრანსსექსუალი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ''Next Top Model"_ის გამარჯვებული გახდა

პირველი ტრანსსექსუალი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ''Next Top Model"_ის გამარჯვებული გახდა
რეალითი-შოუ ''Next Top Model'' ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა მსოფლიოში, რომელშიც უამრავი ლამაზმანი იღებს მონაწილეობას. სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტის მოსაპოვებლად და საკმაოდ სოლიდური თანხის მოსაგებათ ეს ქალბატონები ერთმანეთს ეჯიბრებიან. 2015 წელს ''Next Top Model''_ის შოუ გაიმართა ჰოლანდიაში, რომელშიც გამარჯვება 20 წლის ლამაზმანმა, ლოიზა ლამერსმა მოიპოვა, რომელიც სინამდვილეში მამაკაცად დაიბადა...

ლოიზა ლამერსი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ტრანსსექსუალია, რომელმაც ''Next Top Model"_ის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.



შოუს მთავარ ჯილდოს წარმოადგენს 50 000 ევროიანი კონტრაქტი სამოდელო სააგენტოსთან.



ლოიზა შოუს დამფუძვნებლებს უმალავდა, რომ ის სინამდვილეში მამაკაცად დაიბადა და მისი სახელი ლუკასი იყო.



შოუში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, როდესაც მან აღიარა ყველაფერი, აქ შეკრებილი საზოგადოების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.



''სანამ გამოვტყდებოდი, რომ სინამდვილეში კაცად ვიყავი დაბადებული, ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ხალხისგან მხოლოდ დადებითი ემოციები მივიღე'' - ამბობს ლოიზა.



ამ ქალბატონის შემხედვარე, რთულია დაიჯერო, რომ ის ტრანსსექსუალია.



ვიდეო ''Next Top Model''_ის ფინალიდან, რომელიც ამ წელს გაიმართა ჰოლანდიაში: