ხალხურ მედიცინაში ცნობილი და აღიარებული რეცეპტი ორგანიზმის გასაძლიერებლად!

ხალხურ  მედიცინაში  ცნობილი  და  აღიარებული  რეცეპტი ორგანიზმის გასაძლიერებლად!
ჩვენი ორგანიზმი იძულებულია ყოველდღიურად მოერიოს გარე აგრესორებს - ვირუსებს, ბატერიებს და სხვა უცხო აგენტებს. განსაკუთრებით უჭირს მწვავე რესპირატორული ინფექციების ეპიდემიის დროს. ორგანიზმის დაუძლურების შედეგად კი ვიღებთ: საერთო სისუსტეს, სწრაფ დაღლას, მეხსიერების დაქვეითებას, უგუნებობას. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ორგანიზმის მოსაძლიერებელ ხალხურ რეცეპტს ე.წ. გამაახალგაზრდავებელ ელექსირს.

ინგრედიენტები:
  • თაფლი
  • ალოე
  • წითელი ღვინო
  • ასკილი
  • ოხრახუშის თესლი


მომზადება და გამოყენების წესი:
  1. 250 გრამი თაფლი, 150 გრამი ალოეს წვენი, 350 მლ ნატურალური წითელი ღვინო, 100 გრამი დაფქვილი ასკილის ნაყოფი და 30 გრამი ოხრახუშის თესლი, ასევე დაფქვილი.
  2. ეს ნარევი დადგით ორი კვირით გრილ ადგილზე, დროდადრო შეანჯღრიეთ.
  3. შემდეგ მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.


ექიმის კომენტარი:
თაფლის, ალოეს და ღვინის ნარევი ხალხურ მედიცინაში ცნობილი და აღიარებული რეცეპტია. მას იყენებენ ქრონიკული პათოლოგიებით დაძაბუნებული ორგანიზმის მოსამაგრებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, ტუბერკულოზური პროცესების პროფილაქტიკისთვის და მკურნალობისთვის. ოხრახუში მდიდარია C, B1, B2, PP ვიტამინებით, კაროტინით, მინერალური მარილებით, ეთერზეთებით, ფლავონოიდებით, ცხიმოვანი ზეთებით, გლიკოზიდებით. ასეთი ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა მცენარეს ეფექტურს ხდის ასთენიური მდგომარეობის დროს. მას იმპოტენციის სამკურნალო რეცეპტებშიც ვხვდებით.
ასკილიც უამრავი ვიტამინის (C, B1, B2, PP, P, K კაროტინი) და მინერალის (რკინა, მანგანუმი, კალციუმი) წყაროა. შეიცავს ორგანულ მჟავებს, მარილებს, შაქრებს, ფლავონოიდებს. იგი აწესრიგებს ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ასტიმულირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე ზემოქმედების, ინფექციების და სხვა არახელსაყრელი ფაქტორებისადმი. ასკილის პრეპარატებს ნიშნავენ ავიტამინოზების, ქრონიკული ინფექციების, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ნაწლავთა პათოლოგიების, ჰიპერთირეოზის, ფილტვების ქრონიკული დაავადებების დროს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"