ხალხური რეცეპტი ათეროსკლეროზის სწრაფად და მარტივად სამკურნალოდ

ხალხური რეცეპტი ათეროსკლეროზის სწრაფად და მარტივად სამკურნალოდ
ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება.

დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ.

განსაკუთრებით სარისკოა ასაკის (35 წლის ზემოთ) და სტრესის თანხვედრა. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით ფაქტორს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადებაც, მათ შორის - შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, პოდაგრა, ნაღველკენჭოვანი დაავადება. დაავადების კიდევ ერთი რისკფაქტორია - მაგრამ არა უშუალო მიზეზი - ცხოველური ცხიმის ჭარბი მიღება.

ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ნერვული სისტემის ტრავმა, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ხმაური, სპეციფიკური სამუშაო გარემო და სხვა. FPAPARAZZI- ს რედაქციამ გადაწყვიტა ამ სტატიაში შემოგთავაზოთ ათეროსკლეროზის მკურნალობის და რეკომენდაციების ხალხური რეცეპტები.

გარეული წიწაკა.
  • ათეროსკლეროზს კურნავენ ამ მცენარის ფესვებითა და ქერქით. თუ ათეროსკლეროზის დროს დაზიანებულია აორტა და კორონალურ სისხლძარღვთა სისტემა, მაშნ გარეული წიწაკის მიღებით სისხლში იწევს ქოლესტერინის შემცველობა, რაც თავის მხრივ დადებითად მოქმედებს გონებრივი სამუშაოების შრომისუნარიანობის ამაღლებაზე. ამ დროს მცირდება გადაღლა, ძლერდება მხედველობისა და სმენის ორგანოების მოქმედება.

  • გარეული წიწაკა აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ანიჭებს ორგანიზმს წინააღმდეგობის უნარიანობას, დაბლა წევს შაქრის შემცველობას სისხლში, სტიმულს აძლევს სასქესო კუნთების მოქმედებას.

  • ამ მცენარეს აგროვებენ გაზაფხულზე, როცა იგი სავსეა წვენით, ან შემოდგომაზე როცა ფოთლები ჩამოცვენილია. წამლად გამოიყენება გარეული წიწაკის ქერქი და ფესვები, რომელიც დაყენებულია არაყზე ფარდობით 1:1, ვიდრე ნაყენი არ მიიღებს მუქ ფერს და არ მიეცემა მოტკბო სპეციფიკური სუნი.

  • ათეროსკლეროზის დროს მიიღება ეს ნაყენი 30 წვეთი ჭამის წინ 3-ჯერ დღეში.

კოთხონჯი.

  • კოთხონჯი. სმენის, მხედველობის და მეხსიერების გაუარესების დროს გამოიყენებენ კოთხონჯის ფესვების (ძირების) ფხვნილს. ამისათვის იღებენ 1/3 სუფრის კოვზს ფხვნილს და დააყოლებენ ცხელ წყალს ან ჩაის. წამალს მიიღებენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 6 თვეა. ყოველი ოთხი კვირის შემდეგ ერთი კვირით ისვენებენ.
  • კოთხონჯი გამოიყენება: კარდიონევროზის, გულის კლაპანის უკმარისობის, ქრონიკული გასტრიტის დროს. კოთხუჯის ფესვების ექსტრაქტი დაბლა სწევს არტერიულ წნევას. კოთხუჯს გააჩნია შემდეგი თვისებები: იგი გამოიყენება სისხლის ნაკლებობის, ნაღვლის ბუშტის დაავადების, მენსტრუაციული ციკლის დარღვევების დროს. ფესვებს თხრიან შემოდგომაზე ან ზამთრის დასაწყისში.

ღიღილო

  • ღიღილო. ამაღლებული აგზნებით მიმდინარე ათეროსკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენებენ ღიღილოს ფესვების ნახარშს.

  • ამ ნახარშის გავლენით მცირდება ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობა, მცირდება ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, უმჯობესდება აორტას მდგომარეობა, ლიპოიდური დაგროვებების შემცირების გამო. მომზადება და მიღების წესი: ორი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 200 მლ ადუღებულ წყალს, ადუღებენ 10 წუთს წყლის აბაზანაში. გაწურულ ნახარშს იღებენ დღეში 5 ჯერ თითო სუფრის კოვზს ჭამის შემდეგ. ბოლო მე-5 სუფრის კოვზს მიიღებენ ღამე, რათა ძილი უფრო მშვიდი იყოს. ნახარშის დამაწყნარებელი მოქმედება ათჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ვალერიანის წვეთების (0.06გ/კგ დოზის დროს).

კვების რეკომენდაცია ათეროსკლეროზის დროს

  1. მწიფე ხურმის წვენი, ორი-სამის ჭიქა დღეში.
  2. კომშის მურაბა, თაფლთან ერთად. მურაბა სასარგებლოა ფსიქიკისათვის, ახალისებს აუმჯობესებს განწყობილებას.
  3. კანგაცლილი შემწვარი ბადრიჯანი დაბლა სწევს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. ბადრიჯანის მუდივი მიღება აუმფობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.
  4. ბერძნული კაკლის გამოყენება საკვებთან ჩამიჩთან ერთად და ლეღვთან ერთად სასარგებლოა ხანდაზმულობის პერიოდში, მოხუცებისთვის ათეროსკლეროზის დროს.

სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:ხალხური მედიცინით მკურნალობის აღმოსავლური მეთოდები