ახლობლის დახმარებით აღმოვაჩინე ათეროსკლეროზის სამკურნალო შესანიშნავი რეცეპტი!

ახლობლის დახმარებით აღმოვაჩინე ათეროსკლეროზის სამკურნალო შესანიშნავი რეცეპტი!
დღეს ყველამ კარგად იცის, რომ სისხლძარღვის სანათურის შევიწროება ათეროსკლეროზის შედეგია. ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა. ის სისხლძარღვთა კედლებში ეგრეთ წოდებული ათეროსკლეროზული ფოლაქების ფორმირებით ხასიათდება. მათი წარმოქმნა ცხიმის დაგროვებისა და შემაერთებელი ქსოვილის გამრავლების შედეგია. ფოლაქები უპირატესად მსხვილ სისხლძარღვებში წარმოიქმნება, იწვევს სისხლძარღვის შევიწროებასა და დეფორმაციას, რაც ორგანოთათვის სისხლის მიწოდების დაქვეითების და ამის გამო მათი იშემიის შედეგია.

ათროსკლეროზის სამკურნალო ხალხური რეცეპტი ახლობლის დახმარებით აღმოვაჩინე და სიამოვნებით გაგიზიარებთ თქვენც:
დაგჭირდებათ:
  • ზღვის კომბოსტო - 10 გრ
  • წითელი მოცვის ფოთლები 10 გრ
  • ორკბილა - 10 გრ
  • შავბალახა - 10 გრ
  • გვირილის ყვავილი - 10 გრ
  • ხეჭრელის ქერქი - 10 გრ
  • კუნელის ნაყოფი - 15 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 15 წუთს, გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3 - ჯერ ჭამის შემდეგ. ძალიან კარგ შედეგს იძლევა ათეროსკლეროზის დროს.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი