ხალხური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად ებრძვიან სისხლძარღვთა სკლეროზს!
ათეროსკლეროზი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიის კედლები სქელდება და ეშვება, სანათური ვიწროვდება და სისხლის მიმოქცევა ძნელდება.
დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ.
ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ნერვული სისტემის ტრავმა, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ხმაური, სპეციფიკური სამუშაო გარემო და სხვა.
როგორ ვებრძოლოთ სისხლძარღვთა სკლეროზს:
დაავადება შუახნის და ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, ათეროსკლეროზული ცვლილებები ბავშვებსაც (ახალშობილებსაც კი) აღმოაჩნდეთ.
ათეროსკლეროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობის სიმცირე, ფსიქოემოციური გადაძაბვა, ნერვული სისტემის ტრავმა, ცხოვრების დაძაბული რიტმი, ხმაური, სპეციფიკური სამუშაო გარემო და სხვა.
როგორ ვებრძოლოთ სისხლძარღვთა სკლეროზს:
- გაფანტული სკლეროზის და ათეროსკლეროზის დროს ( წნევა ნორმალურია ) 2 - 3 ჩ/კ თავკომბალას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ღამის განმავლობაში თერმოსში და დალიეთ 3 - 4 მიღებაზე. მცირე დოზებით თავკომბალა ზრდის წნევას, დიდ დოზებში კი ამცირებს, რაც საშუალებას მოგცემთ დოზა ცვალოთ - გაზარდოთ, ან შეამციროთ 1,5 - ჯერ, მაგრამ არა მეტად! მკურნალობის კურსი 2 თვე, შესვენება 10 დღე.
- გაფანტული სკეროზის და ათეროსკლეროზის დროს ხახვის წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი. მიიღეთ 1 ს/კ ნარევი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე, 3 კვირის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეგიძლიათ განაგრძოთ ორ თვემდე.
- იაპონური სოფორა სისხლძარღვთა კედლებიდან აცილებს მარილებს და წმენდს სისხლს: სოფორას 50 გრ ყვავილს, ან ნაყოფს დაასხით 0,5 ლ არაყი და გააჩერეთ 1 თვის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში 3 - 4 თვის განმავლობაში. თუ სპირტიანის მიღება არ შეიძლება, 1 ს/კ სოფორას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ღამის განმავლობაში თერმოსში. მიიღეთ 1 - 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- ფითრი აცილებს არაორგანულ მარილებს, ამშვიდებს და არეგულირებს წნევას. მცენარე გააშრეთ, დანაყეთ ფხვნილის მიღებამდე. 1 ჩ/კ ფხვნილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ ღამის განმავლობაში თერმოსში. მიიღეთ 2 ს/კ მცირე ყლუპობით, ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე, 3 - 4 თვის განმავლობაში. სოფორას და ფითრის შეხამება ძალიან კარგად წმენდს სისხლძარღვებს და უფრო ელასტიკურს ხდის მათ. ეს მცენარეები სასარგებლოა მათთვის, ვინც 40 - ს გადააბიჯა.
- 1 ს/კ მარწყვის ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1 სთ. დალიეთ როგორც ჩაი დღის განმავლობაში.