ნაწლავის ჭიის სამკურნალო ხალხური რჩევების კრებული - უფროსებისთვის და ბავშვებისთვის!
ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჭიები არც თუ ისე უწყინარია. იმყოფებიან რა ადამიანის ორგანიზმში, ისინი არამარტო ნთქვანე საკვების ნაწილს, რომელსაც ადამიანი იყენებს, არამედ გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს, რომლების ზემოქმედებენ ორგანიზმზე და აქვეითებენ მის მდგრადობას სხვადასხვა დაავადებებისადმი.
ჭიების გამოსადევნად ხალხურ მედიცინაში იყენებენ გოგრის, საზამთროს თესლს, ლიმოს, შავი თალგამის წვენს - თაფლთან ან შაქართან შერეულს, გვიმრას, ფურცლებს. ჰიპოკრატეს დროიდან ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად ცნობილია კაკლის მწვანე წენგოს ნახარში, ხახვი და ნიორი.
FPAPARAZZI-ს რედაქციამ ჩვენი ერთგული მკითხველისთვის შეაგროვა და დაამუშავა რამოდენიმე საინტერესო, ხალხური რეცეპტი ჟიების მოსაშორებლად - უფროსებისათვის და ბავშვებისთვის.
თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. განიხილეთ ეს სტატია და ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საიტნერესო თემები კომენტარებში.
ჭიების გამოსადევნად ხალხურ მედიცინაში იყენებენ გოგრის, საზამთროს თესლს, ლიმოს, შავი თალგამის წვენს - თაფლთან ან შაქართან შერეულს, გვიმრას, ფურცლებს. ჰიპოკრატეს დროიდან ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად ცნობილია კაკლის მწვანე წენგოს ნახარში, ხახვი და ნიორი.
FPAPARAZZI-ს რედაქციამ ჩვენი ერთგული მკითხველისთვის შეაგროვა და დაამუშავა რამოდენიმე საინტერესო, ხალხური რეცეპტი ჟიების მოსაშორებლად - უფროსებისათვის და ბავშვებისთვის.
- მრგვალი ჭიების დასაყრელად - 10 დღის განმავლობაშ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზით დაყენებულ აბზინდის ჩაის სვამენ, დილით უზმოზე და საღამოს ძილის წინ. ჩაის ყოველი დალევის შემდეგ რეკომენდირებულია, ახლად გახეხილი ნახევარი ჭიქა სტაფილოს მიღება.
- სოლიტერის ჭინააღმდეგ - აირეთ ბროწეულის ღერო და ფესვების ქერქი. 50 გრამ ნედლეულს15 წუთს ხარშავენ 0,5 ლიტრ წყალში, რომელსაც ტანიდების არასასიამოვნო მოქმედების გასაუვნებლად წინასწარ ცოტა კირწყალს ურევენ, სვამენ 2-3 საათის განმავლობაში.
- ჭიების დასაყრელად: - 20 გრ. ასფურცელას ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებული შჭურჭელში, დაასხით 200 მლ. ( 1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთი, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაშ. გაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ, მიღებული მასა შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე. ( 200 მლ-მდე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-4 ჯერ დღეში.
- დააქუცმაცეთ ერთი თავი ხახვი ( საშუალო ზომისა), დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, დააყენეთ 10-12 საათის განმავლობაში და გაწურეთ. დალიეთ ერთი-მესამედი ჭიქა დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში 7-10 დღის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
- ნოირი რეკომენდირებულია ოყნისთვის ნაყენის სახით: დანაყეთ ერთი-ორი თავი ნიორი, დაასხით ერთი ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი ან რძე, დააყენეთ 10-12 საათის განმავლობაშ. ჭიების საწინააღმდეგოდ ასევე გამოიყენება ჭინჭრის თესლისა და ფესურას ნახარშები.
- ციტრუსების ქერქს თეთრ სირბილესთან ერთად აქვს ტუტე რეაქცია და ყველა მიკროორგანიზმებისა და ჰელმინტების სიცოცხლისუნარიანობას სპობს. ციტრუსების კანი ( ცოცხალი ან გამხმარი) კარგად დაღეჭეთ და ჩაყლაპეთ. გააკეთეთ ეს მშიერზე და საჭმელი მიიღეთ არაუადრეს 1 საათისა.
- დაფქვით ლიმონის 2-3 მარცვალი და ჩაყლაპეთ. დააყოლეთ თბილი წყალი. მიიღეთ 2-3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- შეაგროვეთ 50 გრ. ალოეს წვენი, 50 გრ. ძროხის ნაღველი (იკითხეთ აფთიაქში) და 50 გრ. გაწურული გარეული პიტნა. სამივე აიღეთ თანაბარი წონით. პიტნა დანაყეთ და მისი წვენი შეურიეთ ძროხის ნაღველს, დაუმატეთ ალოეს წვენი და კარგად მოურიეთ. ბამბა ან დოლბანდით დაამრგვალეთ, წამალში დაასველეთ და წაისვით ან დაიდეთ უკანა ტანზე. მეორე დღეს ავადმყოფი განთავისუფლდება ჭიებისგან. მაგრამ თუ ავადმყოფმა ჭია არ დაყარა და იმ ადგილზე დაეწყო წვა და ქავილი, მაშინ მას სჭირს სოკოვანი დაავადება.
- ჭიების დასაყრელად 2-8 სუფრის კოვზ გულყვითელას ახალგამოწურულ წვენს სვამენ.
- წყლით გამონაწვლილის სახით ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრის კოვზ გულყვითელას ყვავილებს ასხამენ 3 ჭიქა მდუღარე წყალს. იღებენ თითო ჭიქას დღეში 3-ჯერ.
- კარგად დანაყეთ ბროწეულის გამხმარი კანი, ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში, და საღამოს დაასხით მდუღარე წყალი მიიღეთ დილით უზმოზე. ჭამამდე 1 საათით ადრე, კურსი რამოდენიმე დღე.
- მიიღეთ ქონდარი და თაფლი ერთად არეული უზმოზე.
- კარგი საშუალება უზმოზე გოგრის თესლისა და თაფლის მიღება.
- მრგვალ ჭიებს სდევნის ნაწლავებიდან კაკლის ფოთლების ჩაი 50 გრ. 1 ლ. წყალში მოადუღეთ.
- თუ შეჭამთ ანადუღარ თბილ რძესთან ერთად ერთბაშად 10 კბილ ნიორს, ჭიები გამოვლენ. შეგიძლიათ ცხელი რძე ჩაასხათ ღამის ქოთანში, ნიორი შეურიოთ და ზედ ბავშვი დასვათ.
- 70 ცალი სამურაბე კაკალი დაჭერით, ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი. 3 კვირა დადგით მზეზე, გადააფარეთ მარლა, შემდეგ გადაწურეთ. შეინახეთ გრილად. ბავშვებს მიეცით თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. დიდებს 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
- 500 გრ. გოგრის თესლი გაატერეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით ერთი ლიტრი წყალი ( მდუღარე) ჩადგით 30 წუთით წყლის აბაზანაში ( ე.ი. ჩადგით ქვაბში, რომელშიც დუღს წყალი. ქვაბი თავდახურული უნდა იყოს) 2 საათის შემდეგ კი მიეცით გამხსნელი. 3-4 წლის ბავშვებისთვის ნახარში მზადდება 75 გრ. თესლისაგან, 5-6 წლისებისათვის 100 გრ. თესლისაგან. უფრო დიდებისთვის 150-200 გრ. თესლისაგან.
- სოლიტერის სამკურნალოდ: - 100 გრ. ბროწეულის ხის ქერქს დაასხით 2 ჭიქა წყალი და 1 ღამე გააჩერეთ. მეორე დღეს მოხარშეთ, დააყენეთ 1 ჭიქაზე, გადაწურეთ. მიიღებთ ერთ ჭიქა წვენს. მოემზადეთ წმლის მისაღებად 2 დღით ადრე. ცხიმიანი არაფერი მიიღოთ 2 დღის განმავლობაში. შემდეგ საღამოს 7 საათზე მიიღეთ 30 გრ. ინგლისური მარილი. დილის 9 საათზე გაიკეთეთ ოყნა. 10 საათზე 1/2 ჭიქა ეს ნახარში. 30 წუთის შემდეგ დარჩენილი 1/2 ჭიქა. 1 საათის შემდეგ მიეცით 40 გრ. ინგლისური მარილი. როცა მუცლის ტკივილი დაეწყება, დასვით ცხელ წყლიან ქოთანზე. სოლიტერი სცილდება და ვარდება ქოთანში.
- 100-150 გრ. გარჩეული გოგრის თესლი დანაყეთ როდინში და ასრისეთ ცოტა რძესთან ერთად. ეს ფაფისებური მასა მიიღეთ უზმოზე თითო ჩაის კოვზი 1 საათის განმავლობაში.
- 1 მუჭა გოგრის თესლს დაასხით 1/2 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით ღამე. დილიტ უზმოზე მთლიანად მიიღეთ.
- 50 გრ. ბროწეულის ღერო და ფესვების ქერქი მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში. მიიღეთ უზმოზე 2-3 საათის განმავლობაში.
- აბზინდის ნახარშის ოყნების გაკეთება საღამოს ძილის წინ და უზმოზე სდევნის ჭიებს.
თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. განიხილეთ ეს სტატია და ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საიტნერესო თემები კომენტარებში.