ხალხური წამლები, რომლებიც გამოიყენება სოლიტერის ( ბრტყელი ჭია ) გამოსადევნად ორგანიზმიდან.
სოლიტერი ( ბრტყელი ჭია ) - ლენტისებრ ჭიებს მიეკუთვნება. ადამიანის დაავადება გამოწვეულია უმთავრესად ღორის სოლიტერისა და ხარის სოლიტერისაგან. პირველის სიგრძე აღწევს 1,5 - 2 მეტრს, მეორის - 4 - 6 მეტრს. ისინი პარაზიტობას ეწევიან წვრილ ნაწლავებში. ადამიანისათვის უფრო საშიშია ღორის სოლიტერი, ვინაიდან გარდა თვითონ ჭიებისა, მის ორგანიზმში შესაძლოა პარაზიტობას ეწეოდნენ აგრეთვე მისივე მატლებიც, რომლებიც აზიანებენ ტვინს, თვალებსა და ქსოვილებს.
მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურებით სტაციონარულ პირობებში.
ხალხური წამლები სოლიტერის გამოსადევნად
კაკალი. დააქუცმაცეთ 4 ს/კ მკვახე კაკლის ნაყოფი, დაასხით მას 1 ჭიქა ოდნავ მარილიანი ადუღებული წყალი, დააყენეთ ნახევარი სთ, ხოლო შემდეგ გამოწურეთ კოპტონი. მიღებული სითხე შესვით დღის განმავლობაში, მიიღეთ სასაქმებელი მარილი. ეს საშუალება ეფექტურია როგორც სოლიტერის, აგრეთვე მრგვალი ჭიების წინააღმდეგ.
გოგრა. უმ კანგაცლილ გოგრის თესლს ( აუცილებლად მწვანეს თხელ გარსთან ერთად ) იყენებენ ლენტისებრი ( ბრტყელი ) ჭიების გამოსადევნად; გოგრის თესლი უნდა მიირთვათ 10 - 14 დღის განმავლობაში.
ნაკრები
ასფურცელას ყვავილედი - 20 გრ, სამკურნალო გვირილის ყვავილედი - 10 გრ, მწარე აბზინდის ბალახი - 60 გრ, ხეჭრელას ქერქი - 10 გრ. ნაკრების 1 ს/კ ხარშეთ 7 -10 წთ 1 ჭიქა წყალში, გაწურეთ. სვით თითო ჭიქა დილით და საღამოს 3 დღე ზედიზედ სოლიტერის გამოსადევნად.
რჩევა
თუ მიირთმევთ ბევრ ( 3 კგ-მდე ) ტყის ახალ მარწყვს, ხოლო შემდეგ ქაშაყსა და ხახვს, შესაძლოა სოლიტერის გამოდევნა.