გახდით საზაფხულოდ: სხეულის პრობლემური ზონებიდან ზედმეტი წონის მოშორების წესი

გახდით საზაფხულოდ: სხეულის პრობლემური ზონებიდან ზედმეტი წონის მოშორების წესი
გაგჩენიათ ოდესმე კითხვა, თუ რატომ გროვდება ცხიმები სხეულის გარკვეულ ნაწილებში? ექსპერტების მტკიცებით, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ჩვევები და დამოკიდებულება ჯანმრთელობისადმი პირდაპირ აისახება ცხიმების დაგროვებაზე. ''Fpaparazzi''_ის რედაქცია 5 წესს, რომელიც ჭარბი წონისა და ცხიმეის დამარცხებაში დაგეხმარებათ.

  1. სხეულის ზედა ნაწილი
    ყველაზე დიდი სიხშირით ცხიმგროვების პრობლემა მუცლის, წელის, მხრების, მკერდის და ხელების არეში იჩენს თავს, რაც არასწორი კვებითა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობითაა განპირობებული. გადადით დაბალკალორიულ კვებაზე და მიმართეთ კარდიოვარჯიშებს (ველოსიპედი, სწრაფი სიარული) კვირაში 5-ჯერ. დღის განმავლობაში ვარჯიშის ხანგრძლივობა მინიმუმ 30-60 წუთს უნდა შეადგენდეს.

    არ არის რეკომენდირებული ვარჯიშების ზედმეტად ინტენსიური ტემპით შესრულებად. ვარჯიშის დროს თავისუფლად უნდა შეძლოთ ადამიანთან საუბარი.

  2. მუცლის არე - ჭიპიდან საქამრე ზონამდე

    თუ თქვენ ჭარბცხიმიანობა უშუალოდ მუცლის არეზე გაწუხებთ, ეს სავსებით შესაძლებელია ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის მოზღვავებული რაოდენობით იყოს განპირობებული. მაქსიმალურად შეეცადეთ გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე, რომელიც მოიცავს ბოჭკოებით, მინერალებითა და საკვები ნივთიერებებით გამდიდრებულ პრდოუქტებს. იოგა არაჩვეულებრივი საშუალებაა სტრესის დასამარცხებლად.

    იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაწუხებთ გაბერილი მუცლის პრობლემა, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გართულებული სუნთქვით ან ალკოჰოლის გადაჭარბებული სიყვარულით. თქვით უარი ალკოჰოლზე და მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალი.

  3. მუცლის, მკერდის და მთლიანად ზურგის არე.

    ცხიმების დაგროვება ზემოთ ჩამოთვლილ არეებში არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის და არასწორი კვების შედეგია. მიირთვით პატარა პრორციებით დღის განმავლობაში ხუთჯერ, რეგულარულად დატვირთეთ საკუთარი თავი ფიზიკურად (დღეში მინიმუმ ნახევარი საათით) და ამ პრობლემისგან თავის დაღწევას ხანმოკლე დროში შეძლებთ!

  4. მუცლის, თეძოს და დუნდულების არე

    ზემოთ ჩამოთვლილ ზონები ქალბატონების უმრავლესობისთვის ''კრიტიკულ ზონებს'' წარმოადგენს, რაც არასაკმარისი ფიზიკური აქტვიბოითაა განპირობებული. ამ პრობლემისგან თავის დაღწევა შესაბამისი ფიზიკური ვარჯიშების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი ვარჯიში, რომელიც სხეულის სწორედ ამ პრობლემურ ზონებზეა გაანგარიშებული.

  5. მუცლის, დუნდულების და ფეხების არე.

    ქვედა კიდურების ჭარბცხიმიანობის პრობლემა განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს და ახალგაზრდა დედებს აწუხებთ. გადახედეთ მე-4 პუნქტში მოცემულ რეკომენდაციას და დაუყონებლივ შეიდექით საკუთარ თავზე ზრუნვას!


გისურვებთ წარმატებებს! არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!