დღეში მხოლოდ 4 წუთი სავსებით საკმარისია ბრტყელი და ლამაზი მუცლის მოსაპოვებლად!
რეგულარულად საყვარელი ვარჯიშების შესრულება გასაოცარ შედეგს იძლევა!
დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ყველაზე მარტივ ვარჯიშს, რომელიც მუცლის პრესის გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. ამ ვარჯიშს ჩვენ ''ფიცრის'' სახელწოდებით ვიცნობთ. შეასრულეთ ეს ვარჯიში რეგულარულად, რათა შეძლოთ ლამაზი და ბრტყელი მუცლის მოპოვება ხანმოკლე დროში.
ეს ვარჯიში დაგეხმარებათ მუცლის, ზურგის და ბარძაყების კუნთების ტონუსში მოყვანაში. თქვენ უნდა დაიკავოთ პოზა, რომელიც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები და შეიკავოთ თავი ამ მდგომარეობაში მაქსიმალური დროით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სხეული მსგავს დატვირთვას ვერ უძლებს, შეგიძლიათ დაიწყოთ მცირედით და ნელ-ნელა გაზარდოთ დატვირთვა.
ცხრილი, რომელიც გამოგადგებათ:
გაითვალისწინეთ, რომ ამ ვარჯიშის შერულებისას იდაყვები უნდა მოათავსოთ იატაკზე მხრების სიგანეზე, ფეხები დადგათ თანაბრად, ხოლო წელი დაჭიროთ სწორად! ეს ვარჯიში დაგეხმარებათ მთელი სხეულის ტონუსში მოყვანაში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ეს დატვირთვა სირთულეს არ წარმოადგენს, გაზარდეთ ერთ ჯერზე შესრულებული ვარჯიშის ხანგრძლივობა...

- პირველი და მე-2 დღე - 20 წამი.
- მე-3 და მე-4 დღე - 30 წამი.
- მე-5 დღე - 40 წამი.
- მე-6 დღე - დასვენება.
- მე-7 და მე-8 დღე - 45 წამი.
- მე-9 და მე-11 დღე - 90 წამი.
- მე-12 და მე-14 დღე - 170 წამი.