5 ადრეული ნიშანი იმისა, რომ თქვენ თირკმლის უკმარისობისგან იტანჯებით. არ დააიგნოროთ!

5 ადრეული ნიშანი იმისა, რომ თქვენ თირკმლის უკმარისობისგან იტანჯებით. არ დააიგნოროთ!
თირკმლის უკმარისობის დროს მთელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

თირკმელების არასწორი ფუნქციონირებისას ტოქსინები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ხვდება, არ იფილტრება და ხვდება სისხლში, რის შედეგადაც ჩვენი ორგანიზმი და თითოეული ორგანო საგრძნობლად ზიანდება. თუ თქვენი სურვილი მრავალი წლით ჯანმრთელობის შენარჩუნებაა ,აუცილებელია თირკმელების დაზიანების სიმპტომების ცოდნა, რათა დროულად შევძლოთ პრობლემის აღმოჩენა და მის გადაჭრაზე ზრუნვა.

თირკმელების დაზიანების და მათი ფუნქციონირების დარღვევის მთავარი მიზეზი კადმიუმია - ეს არის ნივთიერება, მძიმე მეტალი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში დაბინძურებული გარმომცველი სამყაროდან ხვდება. ცნობისთვის, ამ მეტალის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მწეველი ადამიანების ორგანიზმში.

გარდა ამისა, კადმიუმი შედის ფოსფატის სასუქების შემადგენლობაში, რომელსაც უამრავი მცენარის გასახარებლად გამოიყენებენ.

თირკმელების დაზიანების ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:

საშარდე სისტემის დაავადებები
საშარდე სისტემის ინფექციის დროს შარდის გამოყოფის პროცესი საგრძნობლად შეფერხებულია და იცვლება მისი შეფერილობა. მეტიც, ამ დროს სავსებით შესაძლებელია შენიშნოთ სისხლნარევი შარდი. როგორც წესი, საშარდე სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები თირკმელების დარღვეული ფუნქციონირებითაა განპირობებული.

სხეულის გარკვეული ნაწილების შეშუპება
თუ ტოქსინები არ გამოიდევნება ორგანიზმიდან შესაბამისი გზით, ისინი გროვდება სხეულის გარკვეულ ნაწილებში: ქვედა და ზედა კიდურები, სახე და ა.შ.

ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში
თირკმლის უკმარისობის დროს თავს ქრონიკული ტკივილები ზურგის ქვედა ნაწილში.

კანის სიმშრალე, გამონაყარი და ქავილი
თუ თირკმელების ფუნქციონირება დარღვეულია, ტოქსინები გროვდება სისხლში, რასაც მივყავართ კანის გამოშრობამდე, საშინელი გამონაყრის წარმოქმნამდე და ქავილის აუტანელ განცდამდე. კანის ეს პრობლემები პირდაპირკავშირშია თრიკმელების ფუნქციონირების დარღვევასთან, რის გამოც ამ ნიშნების იგნორირება არ შეიძლება. მიმართეთ ექიმს დაუყონებლივ.

დაღლილობა
თირკმელები აწარმოებს ერიტროპოეტინს. ეს გახლავთ ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაზე, რომელთა ფუქციას ორგანიზმში ჟანგბადის ტრანსპორტირება წარმოადგენს. სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტის დროს ადამიანი განიცდის ქრონიკულ დაღლილობას, რადგან ჟანგბადი შეფერხებულად მიეწოდება შინაგან ორგანოებს.

დაიმახსოვრეთ, რომ თირკმელები უდიდეს როლს თამაშობს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რის გამოც აუცილებელია რეგულარულად ამ მნიშვნელოვან ორგანოებზე ზრუნვა. თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი აღგენიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.