აი რა სარგებელი მოაქვს სიარულს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დაივიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი!
თუ არ გაქვთ რეგულარულად სპორტით დაკავების საშუალება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი დღე სახლში უსაქმურად უნდა იჯდეთ. სასწრაფოთ გამოეწყეთ სპორტულ ტანსაცმელში და გეშურეთ სასეირნოდ! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენი სარგებელი მოაქვს ფეხით სეირნობას...
''Fpaparazzi''_ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ რა სარგებელი მოაქვს სიარულს. ჩვენ კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა იმოძრაოთ!
1. ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკს
ეს საშინელი დაავადება თავს იჩენს უმოძრაო ცხოვრების წესის გამო. ყველაზე მარტივი პროფილაქტიკა - რაც შეიძლება ბევრი სიარული. საქმე იმაშია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტიურობა აფერხებს ტვინში ცილოვანი ფენების ჩამოყალიბების პროცესს და აუმჯობესებს ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდებას ტვინისთვის.
2. კუნთების ტონუსში მოყვანა
სიარული ძალისხმიერ ვარჯიშს ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა ამ დროს მთელი სხეულის კუნთები საკმაოდ დიდ დატვირთვას განიცდის. არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც გარკვეული დროით ადამიანს სპორტით დაკავება ეკრძალება. ასეთი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ფორმის შესანარჩუნებლად ფეხით რაც შეიძლება ბევრი სიარულია.
3. აუმჯობესებს გულის მუშაობას და სისხლის მიმოქცევას
ნელი და ხანგრძლივი სიარული ამცირებს არტერიულ წნევას და ნორმალიზირებს გულის მუშაობას.
4. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას
სიარული დადებითად აისახება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე: ის გვეხმარება მსხვილი ნაწლავის მუშობის გაუმჯობესებაში და საჭმლის გაცილებით უკეთ მონელებაში. აი რატომ ამბობენ, რომ ჭამის შემდეგ სიარული ძალზედ სასარგებლოა.
5. ამაღლებს განწყობას
თუ გსურთ თავიდან მოიშოროთ ცუდი განწყობა, სტრესი და შფოთვა, რაც შეიძლება ბევრი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
6. გლაუკომის პროფილაქტიკა
მეცნიერული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ისეთი ფიზიკური დატვირთვა, როგორიც სიარულია, ამცირებს გლაუკომის განვითარების რისკს.
7. წონის ნორმალიზირება
ყველაზე მარტივი მეთოდი სასურველი წონის შესანარჩუნებლად!
8. ძვლებისა და სახსრების გამაგრება
ხანგრძლივი სეირნობა ამაგრებს არა მხოლოდ კუნთებს, არამედ ძვლებსა და სახსრებს. ბევრი სიარული რეკომენდირებულია ართრიტის პროფილაქტიკის მიზნით.
9. გვეხმარება დიაბეტის დროს
ექიმები დიაბეტიკებს ურჩევენ, რომ თავი მოარიდონ ინტენსიურ ვარჯიშებს და უპირატესობა მიანიჭონ აუჩქარებელი ტემპით სიარულს.
10. აუმჯობესებს ფილტვების მდგომარეობას
სიარულის დროს ვავარჯიშებთ სასუნთ სისტემას, რაც დადებითად აისახება ფილტვების მუშაობაზე.
შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტებს და რაც შეიძლება ბევრი იაროთ ფეხით.