სადამდე მივყავართ მკაცრ დიეტებს: ფაქტები, რომლებიც თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს!

სადამდე მივყავართ მკაცრ დიეტებს: ფაქტები, რომლებიც თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს!
მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 150000 სახის დიეტა, თუმცა თითოეულ მათგანს ნამდვილად არ მოაქვს სარგებელი ჩვენი ორგანიზმისთვის.

სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს მკაცრმა დიეტამ?


ყველა ადამიანისთვის სარგებელი არ მოაქვს შემდეგი სახის დიეტებს: ''ჩემმა მეზობელმა კეფირის დიეტა დაიცვა და მან 15 კილოგრამი დაიკლო, მეც დაუყონებლივ კეფირის დიეტაზე ვჯდები!''. არსებობს ერთი დაბრკოლება: შეიძლება თქვენმა მეზობლემა მართლაც დაიკლო წონა, თუმცა მას რადიკალურად განსხვავებული მეტაბოლიზმი აქვს. თქვენ შემთხვევაში, მსგავსმა დიეტამ შეიძლება თავბრუსხვევამდე, ან სულაც გონების დაკარგვამდე მიგიყვანოთ და ეს მხოლოდ ''აისბერგის ზედაპირია!''

ადამიანებს, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და სწორად იკვებებიან, არ ესაჭიროებათ დიეტა. მათი ორგანიზმი იღებს საჭირო ვიტამინებსა და დატვირთვას, რაც განაპირობებს ცხიმების წვას და ნორმლური წონის შენარჩუნებას.

მკაცრი დიეტები - ჩვენი ორგნიზმისთვის ძალზედ სახიფათო რამ. გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმამ შეიძლება მიგვიყვანოს სისხლის უჯრედების დაკარგვამდე, რომელთა აღდგენას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. გარდა ამისა, არასაკმარისი რაოდენობით კალორიების მიღების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზმი შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მივიყვანოთ.

საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ასაკოვანმა და ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილმა ადამიანებმა. მკაცრი დიეტა კიდევ უფრო მეტად დააზიანებს თქვენს ორგანიზმს.

ვიტამინების, მინერალების, ცხიმებისა და ნახშირწყლების სრულფასოვანი კრებულის არ არსებობას შეუძლია მიგვიყვანოს წონის კატასტროფულ კლებამდე. ორგანიზმი დაიწყებს რეზერვების გამოყენებას და ''საკუთარი თავით გამოკვებას''.

რა თქმა უნდა, საკუთარი ბედი მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი რჩევა იქნება მკაცრი დიეტის დაცვამდე აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ექიმ-დიეტოლოგთან.