აი როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რაფა სამზარეულიში, იდეა მილიონი ღირს.

აი როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რაფა სამზარეულიში, იდეა მილიონი ღირს.
15.

16.


IX. სამზარეულო - ეს არ არის სახლში ერთადერთი ოთახი, სადაც შეიძლება ისიამოვნოთ საუზმით ან გამაგრილებელი სასმელებით, თანაც დატკბეთ ფანჯრიდან დანახული ხედით. შესაძლოა ეს ვარიანტი კიდევ უფრო მოგეწონოთ - ბარმენის საყრდენი რაფა-აივანზე - რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი!
17.

18.


X. სატუალეტო, სამუშაო ან საწერი მაგიდა-რაფა ასევე მოგცემთ ბუნებრივი შუქის უპირატესობით სარგებლობის საშუალებას.
19.

20.


XI. აი ეს კი უბრალოდ ნებისმიერი წიგნის მოყვარულის საოცნებო ადგილია! დღისით აქ უხვად არის მზის სინათლე, ხოლო საღამოს შეიძლება ჩამოვწიოთ ფარდა და ავანთოთ კედლის ლამპარი. თუკი იქვე მოვაწყობთ თაროებს და მათზე შემოვდებთ საყვარელ წიგნებს, მაშინ კითხვისათვის განკუთვნილი კუთხე საკუთარ ბიბლიოთეკად გადაიქცევა.
21.

22.


XII. საბავშვო მაგიდა-რაფა - ჩინებული გადაწყვეტილებაა სივრცის დაზოგვის მიზნით, განსაკუთრებით მაშინ, როცა არა ერთი ბავშვი გყავთ.
23.

24.


როგორც ხედავთ, რაფის როლი სახლში ხშირად სათანადოდ არ არის დაფასებული! არადა მას შეუძლია ბევრად მეტი სიკეთის მოტანა, ვიდრე იყოს მხოლოდ სადგამი ოთახის მცენარეებისათვის ან სუვენირების შენახვის ადგილი. მართებული დიზაინის შემთხვევაში რაფას შეუძლია კარდინალურად შეცვალოს თქვენი სახლის ინტერიერი და გახდეს მუშაობის ან დასვენების ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მყუდრო კუთხე.