ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯი, რომელიც სახლს სითბოთი და ტყის არომატით აავსებს (19 ფოტო)

ნატურალური ხისგან დამზადებული ავეჯი, რომელიც სახლს სითბოთი და ტყის არომატით აავსებს (19 ფოტო)
ნატურალური მასალისგან დამზადებული ავეჯი მოდიდან არსდროს გადავა, განსაკუთრებით თუ ეს ხეა. აღსანიშნავია, რომ ხისგან დამზადებული დეკორის და ინტერიერის ელემენტები ძალიან პრაქტიკული და გამძლეა. დღეს შევაგროვეთ 19 მაგალითი, თუ როგორი თანამედროვე შეიძლება იყოს ავეჯი ერთი შეხედვით უხეში მორებისგან. 
1. კრეატიული სკამი


ბაღის სავარძელი შეიძლება იყოს ლამაზი და ორიგინალური, თუ იგი სქელი ხის კუნძისგან არის დამზადებული.

2. ფიტოკედელი


კედელი თხელი ხის რგოლებით გაფორმებული, მათზე ჩამოკიდებული მცენარეების ქოთნებით,  ბინის ორიგინალური დეტალი იქნება. 

3. ტანსაცმლის და აქსესუარების დასაკიდი


ორიგინალური დასაკიდი, რომელიც საკუთარი ხელით შეგიძლიათ შექმნათ მშრალი პატარა ხისგან. მოუხდება შემოსასვლელის, მისაღებისა და საძინებლის ოთახებს. 

4. კლუმბი


შესანიშნავი ყვავილის კლუმბი, რომელიც გამომშრალი ხის ნაწილისგან არის დამზადებული, ბაღის უჩვეულო ელფერს შესძენს. 

5. პატარა-სკამი


მცირე ზომის ხის ნაწილისგან და ძლიერი წყვილი ტოტისგან შეიძლება ასეთი პატარა სკამის გაკეთება. 

6. სასადილო მაგიდა


ექსკლუზიური სასადილო მაგიდა, რომელიც დამზადებულია მასიური ხისგან, ნატურალური ხაზებით და ხვრელებით, მდინარის კენჭებით და მინით, სახლის მთავარი ნათელი წერტილი იქნება.